სადისტრიბუციო კომპანია „Master Coffee“ , წარმოადგენს შვეიცარიული, იტალიური, ჩინური კომპანიების ყავის აპარატების და ყავის ბრენდების: -„CARTE NOIRE”, “ JACOBS”, “PIAZZA DORO”, “L’OR” ოფიციალურ დისტრიბუტორს საქართველოში.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონალური მენეჯერი (შიდა ქართლი, კახეთი).
ფუნქცია -მოვალეობები:
- ახალი ობიექტების მოძიება,მოლაპარაკების წარმოება;
- გუნდის საქმიანობის მონიტორინგი.
- გუნდის წევრების საქმიანობის მუდმივი ანალიზი და სამუშაო პროცესების გაუმჯობესებაზე ზრუნვა.
- არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება/შენარჩუნება.
- გაყიდვების ზრდის ხელშეწყობაზე ზრუნვა;
- მოლაპარაკებების წარმართვა არსებულ და ახალ ობიექტებთან , ხელშეკრულებების გაფორმება;
- გეგმის შესრულების კონტროლი;
- კლიენტების დავალიანებების მონიტორინგი;
- თანამშრომლების მიერ შემოტანილი და გადარიცხული თანხების მონიტორინგი;
- შესრულებული სამუშაოს შესახებ რეპორტის წარმოება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
- MS Office პროგრამების ცოდნა;
- საკომუნიკაციო დონეზე ერთ-ერთი უცხო ენის ცოდნა სასურველია ;
- საკუთარი მსუბუქი ავტომობილი;
უნარ-ჩვევები:
- შრომისმოყვარე;
- გუნდის ეფექტურად მართვის უნარი;
- გაყიდვების და მოლაპარაკების უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებული
სამუშაო პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: 9:00 –18:00;
- დასვენება: შაბათი, კვირა;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- Fitpass
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: info@mastercoffee.ge ელ.ფოსტის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: რეგიონალური მენეჯერი. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
„მასტერ კოფის“ გუნდი გისურვებთ წარმატებებს!!!