კომპანია "G-PLAST SOLUTION" აცხადებს ვაკანსიას პრისელერის პოზიციაზე დასავლეთ საქართველოში.
მოვალეობები:
- არსებული ნაშთის, ასორტიმენტის კონტროლი და მის გაფართოებაზე ზრუნვა;
- დილერებთან კომუნიკაცია და მათი საჭიროებების განსაზღვრა;
- სადილერო ქსელის ზრდის უზრუნველყოფა;
- დილერებთან ხელშეკრულებების გაფორმება, პირობებზე შეთანხმება და შეთანხმებული პირობების დაცვის უზრუნველყოფა;
- შეკვეთების მომზადება და მიწოდება დისტრიბუციის ოპერატორზე;
- კლიენტებისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება არსებულ ბრენდებზე;
- მარაგების ოპტიმალური დონის შენარჩუნებაზე ზრუნვა;
- კონკურენტი ბრენდების ანალიზი და ფასების კონტროლი;
სამუშაო გრაფიკი: 10:00-18:00
სამუშაო ადგილი: დასავლეთ საქართველო
ანაზღაურება: 2000-2500 ლარი (NET) სრულად გამომუშავებით
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სამშენებლო-სარემონტო მასალების დისტრიბუციაში მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება
- MS Office-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა
- B კატეგორიის მართვის მოწმობის ფლობა
- ავტომობილის ქონა
ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: info@g-plast.ge