ს.ს. ნიუ ვიჟენ დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას დამწყები დაზღვევის მენეჯერის პოზიციაზე საცალო გაყიდვების მიმართულებით, ქ. თბილისსა და ქ. ქუთაისში.
ფუნქციები:
- პოტენციური საცალო და მცირე ბიზნეს მომხმარებლების მოძიება და მათთან კომუნიკაციის დამყარება;
- დაზღვევის მსურველთათვის, დაზღვევის პირობების დეტალურად გაცნობა და მათთვის სადაზღვევო პოლისების გამოწერა;
- საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებელთან შეხვედრების დაორგანიზება;
- დაზღვევის პერიოდში მომხმარებლის მხარდაჭერა, საჭიროების შემთხვევაში, მასთან შეხვედრების დაორგანიზება;
- უშუალო ხელმძღვანელთან ყოველდღიური/ყოველკვირეული ანგარიშგება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია უმაღლესი განათლება, განიხილება ასევე მე-3 ან მე-4 კურსის სტუდენტი;
- ძირითადი საოფისე პროგრამების ცოდნა;
- სასურველია ინგლისური და/ან რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.
კომპეტენციები და უნარები:
- გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
- ეფექტიანი მოლაპარაკების უნარი;
- სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- განვითარებაზე ორიენტირებული.
ჩვენ გთავაზობთ:
- სადაზღვევო პროდუქტებისა და სამუშაო უნარების ადგილზე შესწავლის შესაძლებლობას;
- მოზიდვაზე დაყრდნობით, ზრდად შრომით ანაზღაურებას;
- პროფესიული განვითარების სხვადასხვა პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობას;
- სტუდენტების შემთხვევაში, მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
- „ნიუ ვიჟენ ჯგუფის“ ფარგლებში, სხვადასხვა კორპორატიულ ღონისძიებაში ჩართვის შესაძლებლობას.
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და შეგახსენებთ, რომ შეზღუდული დროიდან და ვაკანსიის მნიშვნელობიდან გამომდინარე, შესაძლებელია, „ნიუ ვიჟენ დაზღვევამ“ შერჩევის პროცესი დაიწყოს ვაკანსიის მიმდინარეობის პარალელურად. შესაბამისად, კომპანია მიესალმება თქვენ მიერ, რაც შეიძლება მოკლე ვადაში გადმოგზავნილ რეზიუმეს.
სამუშაო განაკვეთი ორშაბათი - პარასკევი; სამუშაო შესაძლებელია შესრულდეს დისტანციურად, ხოლო ოფისში სამუშაო საათები განისაზღვრება ურთიერთშეთანხმებით.
ანაზღაურების ოდენობა გამომუშავებით
ადგილმდებარეობა ქ. თბილისი, ევ. მიქელაძის 1-ბ ქ. ქუთაისი, თავისუფლების ქუჩა N65ბ
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე Vacancy@nvi.ge და „SUBJECT“ ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: „დაზღვევის მენეჯერი“ განაცხადის გაზიარებამდე დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ მითითებულ ელ-ფოსტაზე: Vacancy@nvi.ge გისურვებთ წარმატებას !
სს “ნიუ ვიჟენ დაზღვევის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 402160022; იურიდიული მისამართი: საქართველო, ქალაქი თბილისი, დიდუბის რაიონი, ევგენი მიქელაძის ქუჩა, N 1ბ; ელექტრონული ფოსტის მისამართი:
info@nvi.ge; ტელეფონის ნომერი: +995 0322 501 501. შემდგომში - „დამსაქმებელი“/“კომპანია“/“დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი”) მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს (CV-ს) გამოგზავნით/ვებგვერდზე (
www.nvi.ge) მონაცემების შეყვანისა და რეზიუმეს/CV-ის ატვირთვით თქვენ, როგორც დასაქმების კანდიდატი/მონაცემთა სუბიექტი „დამსაქმებელს“ ანიჭებთ უფლებამოსილებას, რომ:
დაამუშაოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები, მათ შორის, რეზიუმეში (CV)-ში მითითებული ინფორმაცია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიზნით, იმ ვადით, რაც აუცილებელია კანდიდატების შერჩევისა და კონკრეტულ ვაკანსიაზე დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად.
იმ შემთხვევაში, თუ თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, „კომპანია“ თქვენგან მოწოდებულ რეზიუმეს (CV)-ს, ტესტირების შედეგებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და თქვენგან მიღებულ დამატებით ინფორმაციას/დოკუმენტს დაამუშავებს იმავე ან სხვა პოზიციაზე დასაქმების შემდგომი განხილვის მიზნით დამატებით 1 (ერთი) წლის ვადით, თუ თქვენი მხრიდან აღნიშნულზე დამატებით თანხმობა იქნება გაცხადებული. დამატებითი თანხმობის არარსებობის შემთხვევაში, კომპანია გაანდაგურებს/წაშლის თქვენს შესახებ არსებულ მონაცემებს.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მონაცემთა დამუშავების საფუძველია თქვენი განცხადების/კანდიდატურის განხილვა. თქვენ გაქვთ უფლება მიიღოთ ინფორმაცია, თუ რა სახის მონაცემებს ამუშავებს კომპანია თქვენს შესახებ, რა საფუძვლით, რა ვადით, გადაეცემა თუ არა მონაცემები სხვა პირს, ასევე, თქვენ გაქვთ უფლება, რომ მოითხოვოთ მონაცემთა გაცნობა, ასლების მიღება, მათი გასწორება, განახლება, შევსება, წაშლა, განადგურება, გადატანა ან დაბლოკვა. ამასთან, თქვენ გაქვთ უფლება, რომ ნებისმიერ დროს უკან გამოითხოვოთ თქვენი თანხმობა მონაცემთა დამუშავებაზე და მოითხოვოთ აღნიშნული პროცესის შეწყვეტა.
გაცნობებთ, რომ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებულ საკითხებზე შეგიძლიათ მიმართოთ სს „ნიუ ვიჟენ დაზღვევის“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს, ელენე მჭედლიშვილს (ტელ: +995599393322; ელ.ფოსტა:
emchedlishvili@newvision.ge)