„იბერია ბიზნეს ჯგუფი“ ეძებს გუნდის ახალ წევრს, 1C სააღრიცხვო სისტემის ანალიტიკოსის პოზიციაზე.
„იბერია ბიზნეს ჯგუფი”-ის ისტორია წარმატებული ბიზნესის 20 წელს ითვლის.
დღეს ჰოლდინგი ერთ-ერთი ლიდერია ქართულ საავტომობილო ბაზარზე.
წარმოადგენს ისეთ საავტომობილო ბრენდებს, როგორიცაა: კია, მიცუბიში, აუდი, შკოდა, ვოლცვაგენი.
სამუშაო დრო – ორშაბათი-პარასკევი - 10:00 საათიდან 19:00 საათამდე;
ანაზღაურება - შეთანხმებით
მისამართი – ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი #84.
ძირითადი ფუნქციები/მოვალეობები:
- 1C პროგრამის ფინანსური მონაცემების ანალიზი;
- მონაცემთა მონიტორინგის და ანალიზის მოდელების შემუშავება და გაუმჯობესება;
- C პროგრამული სისტემებიდან ფინანსური მონაცემების მოძიება და მათი ინტერპრეტაცია;
- ბიზნეს საჭიროებების გათვალისწინებით მონაცემთა მოძიების, მონიტორინგის, ანალიზის და ინტერპრეტაციის მოდელების შექმნა და გამოყენება;
- მონაცემების ბაზების, რისკების შეფასება, ანალიზი და რისკების შემცირების სტრატეგიების შემუშავება;
- მონაცემთა ბაზაში მიმდინარე ოპერაციების მონიტორინგი, საოპერაციო რისკების გამოვლენა, ანლიზი და რეაგირების მოდელების შექმნა;
- 1C მონაცემთა ბაზების კონტროლი;
- მონაცემთა ბაზების, უწყვეტი, შეუფერხებელი და ხარისხიანი მუშაობის უზრუნველყოფა;
- მონაცემთა ბაზებზე სისტემატიური მუშობა, ტესტირება, შესწორება, დახვეწა, მეტი ფუნქციონალურობის შეძენა მოთხოვნის მიხედვით;
- მომხმარებლების დამატება, დაბლოკვა და მათთვის შესაბამისი უფლებების მინიჭება, აღრიცხვის პროგრამასთან სამუშაოდ;
- მონაცემთა ბაზების არსებული კონფიგურაციის შედარება ახალ რელიზებთან და მათი განახლება-კონფიგურირება;
- ყოველკვირეული ანალიზების მომზადება ფინანსური ანალიტიკოსისათვის, ორგანიზაციების მიხედვით;
- პროგრამული ინფორმაციის (ნაშთები, რეალიზაცია, შესყიდვები) შედარება ბუღალტერიასთან;
- პროგრამაშ აღრიცხული ინფორმაციის სისწორის კონტროლი
ძირითადი მოთხოვნები:
- 1C პროგრამის ადმინისტრატორის / ანალიტიკოსის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- უმაღლესი განათლება ფინანსების ან ბუღალტერიის მიმართულებით;
- სააღრუცხვო სისტემის მაღალ დონეზე 1C-ის ცოდნა;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word; MS Excel);
სხვა მოთხოვნები:
- ინტერპერსონალური უნარები: ეფექტური კომუნიკაცია, მოლაპარაკების წარმოება და ნეთვორქინგი;
- მიზანსწრაფულობა და შედეგიანობა:
- დროის მართვის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ორგანიზებულობა;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
შერჩევის ეტაპები:
- გასაუბრების პირველი ეტაპი;
- გასაუბრების მეორე ეტაპი;
ჩვენ გთავაზობთ, ჯანმრთელობის დაზღვევს, პროფესიული განვითარების შესაძლებლობას, პროფესიულ სასწავლო ტრენინგებში ჩართვის შესაძლებლობას და მეგობრულ სამუშაო გარემოს.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე, ელექტრონულ მისამართზე - a.karkusashvili@ibg.ge
გთხოვთ, Subject-ის ველში, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება - 1 C სააღრიცხვო სისტემის ანალიტიკოსი.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა - 03.03.2025 წ.
იბერია ბიზნეს ჯგუფი მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.
იბერია ბიზნეს ჯგუფ- ში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "იბერია ბიზნეს ჯგუფი" - ს მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის, არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.