ფრანგული კოსმეტიკური ბრენდი „ლოქსიტანი“ აცხადებს ვაკანსიას „მაღაზიის მენეჯერისა“ და „სილამაზის კონსულტანტების“ პოზიციაზე, „გალერეა თბილისში“.
პარფიუმერიის კოსმეტიკური ბრენდი L’Occitane 1976 წელს შეიქმნა, მსოფლიოს მასშტაბით 𝟗𝟑 ქვეყანაში 𝟑 𝟎𝟎𝟎-ზე მეტ ბუტიკს აერთიანებს. „ლოქსიტანის“ პირველი მაღაზიის კარი 𝟏𝟗𝟖𝟏 წელს პროვანსში გაიღო და დღესდღეობით მდებარეობს ისეთ პრესტიჟულ ქალაქებში, როგორებიცაა: პარიზი, ნიუ-იორკი, ჰონგ-კონგი და ტოკიო. საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილია 2012 წლიდან და დღეს „ლოქსიტანის“ ყვითელი, კაშკაშა ბუტიკები მდებარეობს ქ.თბილისში: ი.ჭავჭავაძის გამზ.#𝟒𝟎-ში და საბურთალოს სითი მოლში. სულ მალე კი „ლოქსიტანის“ მაღაზის წარმოდგენილი იქნება გალერეა თბილისში.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- სამუშაოს შესრულება გლობალური სტრატეგიისა და ბრენდის სტანდარტების გათვალისწინებით და რეალიზაციის სტიმულირება;
- მაღაზიის საქმიანობის წარმართვა და შესრულებული სამუშაოს ხარისხსა და შედეგებზე პასუხიმგებლობა;
- მაღაზიაში პროდუქციის განლაგების მერჩენდაიზინგის მოწოდებულ სტანდარტთან შესაბამისობის ყოველდღიური მონიტორინგი და მართვა;
- პროდუქციის ნაშთის, ფასების და სალაროს კონტროლი;
- მაღაზიის დროული მომარაგების, მოკლევადიანი პროდუქციის კონტროლი და საჭირო პროცესების მართვა;
- მუდმივი ზრუნვა პროფესიულ განვითარებაზე, პროდუქციის ცოდნის ამაღლებაზე და გაყიდვების უნარების დახვეწაზე,
- მარკეტინგისა და გაყიდვების სამსახურის მიერ მოწოდებული რეკომენდაციებისა და რჩევების გათვალისწინება; ჩართულობა სხვადასხვა კამპანიების აქტივობებში პროდუქციის სტიმულირების მიზნით;
- ადგილზე შექმნილი კრიზისული სიტუაციების მართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი ან პროფესიული განათლება
- შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- ინგლისური ენის ცოდნა.
- სალაროსთან მუშაობის გამოცდილება;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.
პიროვნული უნარები და მოთხოვნები:
- დისციპლინალური;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- კომუნიკაბელური;
- პროდუქციის პრეზენტაციის და ეფექტური წარდგენის უნარი;
- ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებული;
- მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
ჩვენ გთავაზობთ:
- სტაბილურ და სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
- პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას
- საინტერესო და სამოტივაციო აქტივობებს;
- მზარდ ანაზღაურებას;
- მრავალფეროვან საბონუსე სისტემას და საჩუქრებს;
- კორპორატიულ დაზღვევას;
- აუზის და ფიტნესის აბონიმენტი და სხვა
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, შოთა რუსთაველის გამზირი 2/4 (გალერია თბილისი)
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოგვიგზავნონ CV ფოტო-სურათით მისამართზე: vacancy@loccitane.ge (ფოტო-სურათის გარეშე CV არ განიხილება): გთხოვთ, ველში Subject მიუთითოთ თქვენთვის სასურველი ვაკანსიის დასახელება.
„ლოქსიტანი“-ს მთავარი ამოცანაა უზრუნველყოს მომხმარებლისთვის საუკეთესო ხარისხის მომსახურეობის მიწოდება,ხოლო თანამშრომლებისთვის საუკეთესო სამუშაო გარემოს შექმნა. კომპანია გამუდმებით ზრუნავს თანამშრომლების პროფესიონალიზმის ამაღლებასა და სწავლებაზე, რადგან ჩვენი სიძლიერე მაღალკვალიფიციურ და მოტივირებულ პერსონალშია.
თუ ხართ განვითარებაზე ორინტირებული და გსურთ იმოგზაუროთ სილამაზის სამყაროში შემოუერთდით ჩვენს გუნდს.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
გისურვებთ წარმატებას!