სერვისის სპეციალისტი
თარიღები: 03 თებ - 04 მარ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 1000
ლოგისტიკა/ტრანსპორტი:  საწყობი საწყობის თანამშრომელი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: HR@gc.ge
სს "ჯორჯიან ქარდი" წარმოადგენს საქართველოს ბანკის შვილობილ, საქართველოში არსებულ ერთ-ერთ მსხვილ საპროცესინგო კომპანის, რომელიც ბაზარზე ოპერირებს 1997 წლიდან. "ჯორჯიან ქარდი" უზრუნველყოფს ტრანზაქციათა პროცესინგს, ბარათების პერსონალიზაციას, ბანკომატებისა და POS ტერმინალების ინსტალაციასა და მართვას, საგადამხდელო მოწყობილობების შეძენას, მიწოდებასა და მათ შემდგომ მხარდაჭერას, პროექტების მენეჯმენტს, მომხმარებელთა კონსულტირებას, სავაჭრო ობიექტებისა და კლიენტების უწყვეტ მომსახურებას, პროფესიონალურ ტექნიკურ და სხვა საპროცესინგო მომსახურებას.

ვეძებთ გუნდის ახალ წევრს სერვისის სპეციალისტის პოზიციაზე თბილისში.

ძირითადი მოვალეობები:
  • პოს ტერმინალების და მისი აქსესუარების (დამტენი, კაბელი) ვიზუალურად შემოწმება
  • პოს ტერმინალების და მისი აქსესუარების (დამტენი, კაბელი) გამართულად მუშაობის შემოწმება
  • პოს ტერმინალების ვარგისიანობის განსაზღვრა
  • პოს ტერმინალების გასუფთავება და საწყობისთვის გადაცემა
  • მუდმივი კომუნიკაცია საწყობის თანამშრომლებთან

აუცილებელი მოთხოვნები:
  • შრომისმოყვარეობა და ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლობა;
  • პუნქტუალურობა;
  • ენერგიულობა;
  • საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა.

ბენეფიტები:
  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • ფიტპასი
  • ანაზღაურება: დარიცხული 1000 ლარი
  • სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ბელიაშვილის 106;
  • გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, კვირაში არაუმეტეს 40 სთ.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: hr@gc.ge და სათაურის ("subject") ველში აუცილებლად მიუთითეთ "სერვისის სპეციალისტის" პოზიცია.