"ჯუნიტეკი“ ინფორმაციული და კიბერ უსაფრთხოების სისტემების გაყიდვების გუნდში აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
"ჯუნიტეკი“ წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიაა. ჩვენ უკვე 6 წელია, რაც საქართველოს ბაზარზე ვნერგავთ და ვავითარებთ უახლეს ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს.
მდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00
ძირითადი მოვალეობები:
- სხვადასხვა ორგანიზაციისთვის ინფორმაციული და კიბერ უსაფრთხოების სერვისების მიწოდების საჭიროების შესწავლა და ახალი პარტნიორების დამატების შესაძლებლობების გამოვლენა;
- პოტენციური პარტნიორების მოძიება, მოლაპარაკებების წარმოება, გრძელვადიანი თანამშრომლობის შეთავაზება და ხელშეკრულების გაფორმება;
- პოტენციურ პარტნიორებთან/ პარტნიორებთან პერიოდული შეხვედრები, გამოკითხვები, მათი პრობლემების და საჭიროების ანალიზი და შესაბამისი სერვისის შეთავაზება;
- დამკვეთთან მოლაპარაკებებისა და შეხვედრების წარმოება, საჭიროების შემთხვევაში პრეზენტაციების ჩატარება;
- შემოსული პოტენციალების დამუშავება და CRM სისტემასთან მუშაობა;
- სხვადასხვა ღონისძიებების და კამპანიების დაორგანიზება პარტნიორებთან გრძელვადიანი ურთიერთობის განვითარებისთვის (მარკეტინგის მენეჯერთან ერთად);
- არსებული პარტნიორობის გასაძლიერებლად და ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულებით ცოდნის და კომპეტენციის ამაღლების მიზნით ღონისძიებების ორგანიზება (მარკეტინგის მენეჯერთან ერთად)
- ტენდერების დამუშავება: ინფორმაციის მოძიება გამოცხადებული ტენდერების შესახებ და მონაწილეობაზე რეკომენდაციების გაცემა. სატენდერო დოკუმენტაციის მომზადების და ტენდერის პროცესში სრული ჩართულობა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ბაკალავრის ხარისხი (სასურველია კომპიუტერული ტექნოლოგიების ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით);
- კორპორატიული გაყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office Excel) მაღალ დონეზე ცოდნა;
- ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;
- სასურველია CRM პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება;
- ცოდნა ან მუშაობის გამოცდილება ინფორმაციული უსაფრთხოების ან ზოგადად ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით - ჩაითვლება უპირატესობად;
კომპეტენცია და უნარები
- დროის ეფექტური მართვა;
- გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
- მოლაპარაკების წარმოების უნარი
- კრეატიულობა და ინიციატივიანობა;
- ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
- სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი;
- ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
- პროფესიული ზრდისკენ სწრაფვა, ცოდნის განახლება
იმ შემთხვევაში, თუ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ პირობებს, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV მისამართზე: office@juniteck.com; სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება.
ყურადღება: ინგლისური ენის არ ცოდნის და გაყიდვების მიმართულებით გამოცდილების არ ქონის შემთხვევაში CV არ განიხილება