სერვისის მენეჯერი
თარიღები: 03 თებ - 28 თებ
მდებარეობა: ბათუმი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მართვის მოწმობა: B
ავტო-მოტო სერვისი:  სხვა (ავტო-მოტო სერვისი)
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: career@autotechno.ge
შპს „ავტოტექნო“ წარმოადგენს სატვირთო ავტომობილებისა და სამშენებლო ტექნიკის მომწოდებელ სწრაფად მზარდ კომპანიას, რომელიც დაარსდა 2016 წელს და გახლავთ ორი გიგანტი ჩინური ბრენდის, SINOTRUK HOWO-სა და SHANTUI-ს ოფიციალური დილერი საქართველოში. 
კომპანიას შემოჰყავს საქართველოს ბაზარზე უმაღლესი ხარისხის ინდუსტრიული ავტოტექნიკა, მათ შორის თვითმცლელები, ბეტონის მიქსერები, ბულდოზერები, ექსკავატორები, დამტვირთველები და ა.შ, ასევე მისი საქმიანობის სფერო მოიცავს არსებული ბრენდების სათადარიგო ნაწილების რეალიზაციასა და გაყიდული ტექნიკის საგარანტიო და გარანტიის შემდგომი მომსახურებას, მიმდინარე ტექნიკურ სერვისს.
„ავტოტექნო“ წლიდან წლამდე საშუალოდ 100%-ით ზრდის რეალიზაციის მოცულობას. 2023 წლის ოფიციალური მონაცემებით კი, ახალი სატვირთო მანქანების ბაზრის 60%-ს ფლობს, რაც ხაზს უსვამს მის სიძლიერესა და წარმატებას ინდუსტრიაში.
კომპანიის გაფართოების სწრაფი ტემპებიდან გამომდინარე „ავტოტექნოს“ გუნდში ვიწვევთ ნიჭიერ და განვითარებაზე ორიენტირებულ კანდიდატებს!

ვაკანსია: სერვისის მენეჯერი
ადგილმდებარეობა: ბათუმი
სამუშაო საათები: 10:00 - 18:00 (ორშაბათი-პარასკევი) 10:00-14:00 (შაბათი)
ანაზღაურება: ფიქსიებული+ ბონუსი

ჩვენ გთავაზობთ:
  • კარიერულ წინსვლას;
  • გრძელვადიან თანამშრომლობას;
  • კონკურენტულ საბონუსე სისტემას;
  • ტრანსპორტირების უზრუნველყოფას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • კომპანია ფარავს თანამშრომლის საპენსიო შენატანს;
  • Fitpass-ს კომპანიის თანადაფინანსებით;
  • სასწავლო პროგრამებსა და ტრენინგებს, მუდმივი განვითარებისთვის (დაფინანსება კომპანიის მხრიდან); 
  • მხარდაჭერას, სამუშაო საათების ხარჯზე საუნივერსიტეტო და არასაუნივერსიტეტო სასწავლო პერიოდის განმავლობაში;
  • 24 + 4 საშვებულებო დღეს; 
  • შვებულების გამოყენების შესაძლებლობა თანამშრომლობიდან 3 თვის შემდეგ.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • ტექნიკის მყიდველისთვის გადაცემამდე, ტექნიკური დათვალიერების ეტაპების მონიტორინგი;
  • სერვისცენტრში შემოსული ტექნიკის  გამართულობაზე ზრუნვა და მონიტორინგი; 
  • სერვისის მომსახურების პროცესის მონიტორინგი;
  • მექანიკოსთა დღის წესრიგის დაგეგმვისა და ორგანიზების უზრუნველყოფა;
  • სამივლინებო სამუშაოების ხარისხის მონიტორინგი;
  • სერვისის პოტენციურ და არსებულ მომხმარებლებთან მოლაპარაკებების წარმოება, შესაბამისი ვიზიტების დაგეგმვა და სერვისის რეგისტრაცია;
  • პოზიციასთან დაკავშირებული სხვა ტიპის ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ამავე პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • უცხო ენების ცოდნა;
  • მართვის მოწმობა, B კატეგორია.

საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
  • დროის ეფექტურად მართვა;
  • დეტალებზე ორიენტირება;
  • პუნქტუალურობა. 

კონკურსის ეტაპები: 
შესარჩევი სიის მომზადება;
გასაუბრება შერჩევის სპეციალისტთან;
სერვისის განყოფილების ხელმძღვანელთან.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: career@autotechno.ge და წერილის თემის გრაფაში (subject-ში) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - „სერვისის მენეჯერი“. 

თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, აგრეთვე შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის შემდგომი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში.

დაინტერესების შემთხვევაში, თუ რატომ არ შეირჩა თქვენი კანდიდატურა გასაუბრების ეტაპისთვის, შეგიძლიათ მოგვწეროთ აღნიშნულ მეილზე, ჩვენ სიამოვნებით გიპასუხებთ!

გისურვებთ წარმატებას და კარიერულ წინსვლას!