შპს „აგრონომი“ წარმოადგენს პესტიციდების, მინერალური სასუქებისა და სოფლის მეურნეობაში გამოსაყენებელი მცირე ტექნიკის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ იმპორტიორ კომპანიას საქართველოში.
შპს „აგრონომი“ ეძებს გუნდის ახალ წევრს და აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე, ქ. თბილისში (ოკრობას მიმდებარედ) მდებარე მაღაზიისთვის
მდებარეობა: ქ. თბილისი (დიდუბის ავტოსადგურის მახლობლად)
სამუშაო განრიგი: კვირაში ექვსი დღე: ორშაბათი - შაბათი
ანაზღაურება: 1500 ლარი (ხელზე ასაღები)ხელფასი, დამატებით წლიური ბონუსი, გაყიდული პროდუქციიდან, დეტალურად განვიხილავთ გასაუბრების დროს;
ძირითადი მოვალეობები:
- მაღაზიის ყოველდღიურად ფუნქციობირების უზრუნველყოფა და კონტროლი;
- ფინანსური ოპერაციების კონტროლი/მონიტორინგი;
- საბუღალტრო პროგრამაში ფინანსური ოპერაციების გატარების მონიტორინგი;
- მომსახურების სტანდარტის ეფექტურობის უზრუნველყოფა და კონტროლი;
- პროდუქციის მიღება-დასაწყობების კოორდინირება/კონტროლი;
- პროდუქციის ნაშთებისა და რეალიზაციის კონტროლი;
- პროდუქციის აღრიცხვის წარმოება და მარაგების სიზუსტის მონიტორინგი;
- ოპერატორის მიერ გადაცემული სალაროს თანხის დამსაქმებლის ანგარიშზე შეტანა;
- დამსაქმებლის პოლიტიკის შესაბამისად, პროდუქციის რეალიზაციის ხელშეწყობა;
- კონსიგნაციით გაცემული საქონლის საფასურის დროულად მიღების ხელშეწყობა;
- დახლზე პროდუქციის განლაგების და მათზე ფასის მაჩვენებლების კონტროლი;
- საკადრო პოლიტიკის შემუშავებაში ჩართულობა;
- უფლებამოსილების ფარგლებში დამსაქმებლის სხვადასხვა დავალებების შესრულება.
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, სასურველია აგრონომის ან მასთან დაკავშირებულ სფეროში.
- მაღაზიის მენეჯერად მუშაობის გამოცდილება.
- პროგრამა ფინაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად.
გთხოვთ, რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: m.gvritishvili@agronom.com.ge, ხოლო სათაურში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - მაღაზიის მენეჯერი თბილისში მდებარე მაღაზიისთვი