კომპანია „ბეკო“ საქართველოს ბაზარზე 25 წელია ფუნქციონირებს და ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით 98- სავაჭრო წერტილს აერთიანებს .
კომპანიას გამოარჩევს: კადრების პროფესიონალიზმი, მომსახურების მაღალი დონე,
ინოვაციური ტექნიკა, პროდუქციის ფართო ასორტიმენტი და სტრატეგია - ცვლილება უკეთესობისკენ!
,,ბეკო,, აცხადებს ვაკანსიას საყოფაცხოვრებო ტექნიკის ტექნიკოსის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. ბათუმი
ანაზღაურება : 2000 ლარი
ზოგადი მოთხოვნები:
- პროფესიული და/ან უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით;
- სერვისში მუშაობის სულ მცირე 1 წლიანი გამოცდილება ;
- მართვის მოწმობა „B” მექანიკა;
ძირითადი მოვალეობები:
- საყოფაცხოვრებო ტექნიკის ( მაცივარი, კონდეცნიონერი, სარეცხი მანქანა ...) ელექტრო და მექანიკური დაზიანებების შეკეთება ;
- საყოფაცხოვრებო ტექნიკის (კონდეცნიონერი, სარეცხი მანქანა... ) სამონტაჟო სამუშაოების შესრულება ;
პიროვნული მახასიათებლები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი
- გუნდური მუშაობის უნარი
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი რეზიუმე გადააგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე HR@technoshop.ge და ველში მიუთითოთ პოზიცია რომელზეც აგზავნით თქვენს მონაცემებს.
გაცნობებთ რომ თქვენ მიერ გადმოგზავნილი ინფორმაცია (სააპლიკაციო ფორმა/CV), “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. თქვენ მიერ გაზიარებული პერსონალური მონაცემები დამუშავდება კომპანიის შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. მონაცემთა დამუშავების მიზანია, დასაქმების მსურველ პირის არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა და შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. თქვენ მიერ გადმოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა არ იქნეს განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან/და დარეზერვდეს სხვა შესაფერისი ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენ მიერ გადმოგზავნილი ინფორმაციის (სააპლიკაციო ფორმა/CV), შენახვის ვადა განისაზღვრება ერთი წლის ვადით.
თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე და მოითხოვოთ მისი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. მოქმედი კანონით განსაზღვრული უფლებების გამოხორციელებისთვის გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე:HR@technoshop.ge .
ინფორმაციის (სააპლიკაციო ფორმა/CV) გაზიარებით თქვენ თანხმობას აცხადებთ ზემოაღნიშნულზე.