სთათიქ ლინკში ელექტრო ინჟინრისა და HVAC ინჟინერის ვაკანსია გვაქვს!
კომპანია "სთათიქ ლინკ" 2019 წლიდან ოპერირებს ქართულ და საერთაშორისო ბაზარზე საინჟინრო სისტემების პროექტირების, მონტაჟისა და შემდგომი სერვისების მიმართულებით.
ჩვენი ძირითადი სპეციალიზაციაა: HVAC (გათბობა-გაგრილება-ვენტილაცია); წყალმომარაგება-წყალარინება (Plumbing); სანიაღვრე, ხანძარქრობის, სახანძრო ვენტილაციის, ხანძრის დეტექციის სისტემები; ელექტროობა და სუსტი დენები; კომპიუტერული ქსელები, ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემები, შეღწევა-დაშვების საწინააღმდეგო სისტემები, ავტომატიზაცია.
ელექტრო ინჟინერი
რას გთავაზობთ:
- ანაზღაურება: 3000 ლარიდან ( დამოკიდებულია გამოცდილებასა და გასაუბრების შედეგებზე)
- სამუშაო ადგილი: თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი 205
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი; 10:00- 18:00
რა ბენეფიტებს მიიღებთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- კორპორატიული ნომერი
- კარიერული განვითარების შესაძლებლობა
- პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებული, პოზიტიური სამუშაო გარემო
- სასწავლო და კარიერული განვითარების პროგრამები
რისი გაკეთება მოგიწევთ:
- ელექტრო განაწილების დაფების სქემატური და ვიზუალური პროექტირება
- ელექტრო ინსტალაციისთვის საჭირო მასალების სიის მომზადება და შესყიდვების მართვის მხარდაჭერა
- ელექტრო სისტემების ტესტირებასა და ექსპლუატაციაში გაშვების პროცესის მონიტორინგი
- არქიტექტურული ნახაზების ანალიზი და მათი ინტეგრირება ელექტრო სისტემებთან
- მოწყობილობების უსაფრთხოების სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა და წესების დაცვა
- მოხმარებელთან ერთად დეტალური ტექნიკური დოკუმენტაციის შემუშავება და კოორდინაცია
- პროექტის ბიუჯეტისა და კალენდარული გეგმის მომზადება
- ობიექტზე ვიზიტი, არსებული პირობების შეფასება და საჭირო გადაწყვეტილებების მიღება
- ბაზარზე არსებული ახალი ტექნოლოგიებისა და ტენდენციების შესწავლა/დანერგვა
- ხელმძღვანელის ინფორმირება მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ
რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეთ:
- სასურველია ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი საინჟინრო ელექტრო ინჟინერიის მიმართულებით.
- სასურველია მსგავს პოზიციაზე 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება
- AutoCAD-ის ცოდნა (Eplan-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)
- მონაცემთა დამუშავების და ვიზუალიზაციის პროგრამების ცოდნა
თუ გსურთ, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს, ვაკანტური თანამდებობა თქვენთვის საინტერესოა და, ამასთანავე, აკმაყოფილებთ მის დასაკავებლად განსაზღვრულ მოთხოვნებს გთხოვთ, შეავსოთ განაცხადის ფორმა: https://forms.gle/9AMemSN8afn7LhNu5 განაცხადის შევსებით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. შესაძლებელია, დამსაქმებელმა თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.
STATIC LINK მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას !
HVAC ინჟინერი
რას გთავაზობთ:
- ანაზღაურება: 3000 ლარიდან (დამოკიდებულია გამოცდილებასა და გასაუბრების შედეგებზე).
- სამუშაო ადგილი: თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი 205
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი; 10:00-18:00 (1 საათი შესვენება)
რა ბენეფიტებს მიიღებთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- კორპორატიული ნომერი;
- კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
- პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებული, პოზიტიური სამუშაო გარემო;
- სასწავლო და კარიერული განვითარების პროგრამები;
რისი გაკეთება მოგიწევთ:
- HVAC მიმართულებით გადაწყვეტილებების მოფიქრება და პროექტის მომზადება.
- მიღებული არქიტექტურული ნახაზის გარჩევა.
- პოტენციურ მომხმარებლებთან ურთიერთობისას პროდუქტის შეთავაზების მომზადებაში მონაწილეობის მიღება.
- გაყიდვების გუნდის მხარდაჭერა ტექნიკური მიმართულებით.
- HVAC სისტემების საპროექტო ნახაზის შედგენა, ტექნიკური მოწყობილობების შერჩევა, კომპონენტების სრული სიის მომზადება და პროექტის სავარაუდო ბიუჯეტის დადგენა.
- საჭიროების შემთხვევაში გადაწყვეტილების მოსამზადებლად ობიექტის შესწავლა ინჟინერ-ინსტალატორების გუნდთან ერთად.
- პროექტში ცვლილებების შეტანა და პროექტის მიმდინარეობის კონტროლი.
- HVAC სისტემებში გამოყენებული სხვადასხვა მწარმოებლების პროდუქციის მახასიათებლების და ფუნქციების შესწავლა და სიახლეების შესახებ ცოდნის მუდმივი განახლება.
- HVAC-ის ბაზრის შესწავლა და ანალიზი.
- ხელმძღვანელის ინფორმირება განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.
- კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
- პროექტის გეგმის შემუშავება, კალენდარული გეგმა-გრაფიკის, ცოცხალი ძალის, მასალების და აღჭურვილობის მოთხოვნების განსაზღვრა.
რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეთ:
- სასურველია ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი საინჟინრო ელექტრო ინჟინერიის მიმართულებით.
- სასურველია მსგავს პოზიციაზე 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება
- AutoCAD-ის ცოდნა (Revit-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)
- მონაცემთა დამუშავების და ვიზუალიზაციის პროგრამების ცოდნა
შერჩევის ეტაპები:
- რეზიუმეების გადარჩევა (გთხოვთ, გაითვალისწინოთ, დავუკავშირდებით მხოლოდ რეზიუმეს საფუძველზე შერჩეულ კანდიდატებს);
- გასაუბრება.
თუ გსურთ, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს, ვაკანტური თანამდებობა თქვენთვის საინტერესოა და, ამასთანავე, აკმაყოფილებთ მის დასაკავებლად განსაზღვრულ მოთხოვნებს გთხოვთ, შეავსოთ განაცხადის ფორმა : https://forms.gle/z3sPVJ7QVrTbP6y27 განაცხადის შევსებით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. შესაძლებელია, დამსაქმებელმა თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.
STATIC LINK მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას !