DHL-ის საქართველოს წარმომადენლობა, კომპანია შპს “ჯორჯიან ექსპრესი“ აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო გადაზიდვების კოორდინატორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- კლიენტებთან და კონტრაქტორ კომპანიებთან მჭიდრო კომუნიკაცია;
- საოპერაციო ნაბიჯების განსაზღვრა, დაგეგმა და კონტროლი;
- კომერციული შეთავაზების წარდგენა და შეკვეთის მიღება;
- ოპტიმალური მარშრუტის დაგეგმვა, ტვირთის დროული მიწოდება არსებული საერთაშორისო სტანდარტების დაცვით, მათი განხორციელება და კონტროლი;
- მომსახურებასთან დაკავშირებული ფინანსური ხარჯებისა და ბილინგის მონიტორინგი;
- მონიტორინგის სისტემების ან პროგრამული უზრუნველყოფის, გამოყენება;
- შესრულებულ სამუშაოსთან დაკავშირებით რეპორტების მომზადება;
- გადაზიდვასთან დაკავშირებული სადაზღვევო პირობების შეთავაზება და უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება მენეჯმენტის, ლოგისტიკისა ან/და მიწოდების ჯაჭვის მართვის მიმართულებით;
- მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება საერთაშორისო გადაზიდვების სფეროში, საჰაერო, საზღვაო, სარკინიგზო და სახმელეთო გადაზიდვების მიმართულებით;
- სატრანსპორტო და საბაჟო დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;
- რუსული და ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა;
- MS Office, Windows, სრუყოფილი ცოდნა.
უნარ-ჩვევები:
- პუნქტუალური;
- პასუხისმგებლიანი;
- სამუშაოს დაგეგმვისა და დროის მართვის უნარი;
- სიახლის ათვისების უნარი;
- დედტალებზე ორიენტრირებული;
- მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებული;
- გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 17 თებერვალი ჩათვლით მისამართზე: career@dhl.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რათა მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა.
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას DHL-ის საქართველოს წარმომადენლობა კომპანია შპს “ჯორჯიან ექსპრესი“ ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. DHL-ის საქართველოს წარმომადენლობა კომპანია შპს “ჯორჯიან ექსპრესი“-ში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.