საერთაშორისო გადაზიდვების კოორდინატორი
2xP PRIORITY DHL
თარიღები: 31 იან - 17 თებ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური რუსული
ლოგისტიკა/ტრანსპორტი:  ლოჯისტიკა
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: career@dhl.ge
DHL-ის საქართველოს წარმომადენლობა, კომპანია შპს “ჯორჯიან ექსპრესი“ აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო გადაზიდვების კოორდინატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:
  • კლიენტებთან და კონტრაქტორ კომპანიებთან მჭიდრო კომუნიკაცია;
  • საოპერაციო ნაბიჯების განსაზღვრა, დაგეგმა და კონტროლი;
  • კომერციული შეთავაზების წარდგენა და შეკვეთის მიღება;
  • ოპტიმალური მარშრუტის  დაგეგმვა, ტვირთის   დროული მიწოდება არსებული საერთაშორისო  სტანდარტების დაცვით, მათი   განხორციელება და კონტროლი;
  • მომსახურებასთან  დაკავშირებული ფინანსური ხარჯებისა და ბილინგის მონიტორინგი;
  • მონიტორინგის  სისტემების ან პროგრამული უზრუნველყოფის, გამოყენება;
  • შესრულებულ სამუშაოსთან დაკავშირებით რეპორტების მომზადება;
  • გადაზიდვასთან დაკავშირებული სადაზღვევო პირობების შეთავაზება და უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება მენეჯმენტის,  ლოგისტიკისა ან/და მიწოდების ჯაჭვის მართვის მიმართულებით;
  • მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება საერთაშორისო გადაზიდვების სფეროში,  საჰაერო, საზღვაო, სარკინიგზო და სახმელეთო  გადაზიდვების მიმართულებით;
  • სატრანსპორტო და საბაჟო დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;
  • რუსული და ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა;
  • MS Office, Windows, სრუყოფილი ცოდნა.

უნარ-ჩვევები:
  • პუნქტუალური;
  • პასუხისმგებლიანი;
  • სამუშაოს დაგეგმვისა და დროის მართვის უნარი;
  • სიახლის ათვისების უნარი;
  • დედტალებზე ორიენტრირებული;
  • მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებული;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე  17 თებერვალი   ჩათვლით მისამართზე: career@dhl.ge  და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რათა მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას DHL-ის საქართველოს წარმომადენლობა კომპანია შპს “ჯორჯიან ექსპრესი“ ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. DHL-ის საქართველოს წარმომადენლობა კომპანია შპს “ჯორჯიან ექსპრესი“-ში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.