კურიერი

ქუთაისი სრული განაკვეთი DHL
მივლინება: არა ხელფასი: 1200 - 1500 +ბონუსი
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული მართვის მოწმობა: B
ადმინისტრაცია: კურიერი
DHL-ის საქართველოს წარმომადენლობა, კომპანია შპს“ჯორჯიან ექსპრესი“ აცხადებს ვაკანსიას კურიერის პოზიციაზე ქუთაისში. 
 
სამუშაო პირობები:  
  • განაკვეთი: სრული (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:30-18:30, შაბათი: 10:00-14:00); 
  • ანაზღაურება: 1200 ლარი დამატებული ბონუსი გამომუშავებით. 
 
ძირითადი მოვალეობები: 
  • საკურიერო მომსახურების გაწევა ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის; 
  • ჩამოსული ამანათების   დახარისხება; 
  • მიწოდების მარშრუტის დაგეგმვა; 
  • ამანათების  და დოკუმენტების უსაფრთხოდ მიწოდება; 
  • ზუსტი ჩანაწერების წარმოება, გზავნილის სტატუსის განახლება; 
  • კლიენტების  კონსულტაცია და დახმარების გაწევა; 
  • გასაგზავნი დოკუმენტაციისა და ამანათის  წამოღება მისამართიდან. 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • კოლეჯი ან უმაღლესი განათლება; 
  • სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე გამოცდილება; 
  • მართვის მოწმობა - B კატეგორია, მექანიკური მართვის. (დამატებითი კატეგორიების ფლობა ჩაითვლება უპირატესობად); 
  • სატრანსპორტო საშუალების მართვის გამოცდილება,  გზებისა და საგზაო მოძრაობის წესების კარგად ცოდნა; 
  • სტანდარტული პროგრამული უზრუნველყოფის აპლიკაციებით სარგებლობის გამოცდილება; 
  • სასურველია რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა. 
 
უნარ-ჩვევები: 
  • პუნქტუალური; 
  • პასუხისმგებლიანი; 
  • სამუშაოს დაგეგმვისა და დროის მართვის უნარი; 
  • სიახლის ათვისების უნარი; 
  • დედტალებზე ორიენტრირებული; 
  • მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა; 
  • გუნდური მუშაობის უნარი. 
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე  16 თებერვალს ჩათვლით მისამართზე: career@dhl.ge  და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება და რეგიონი, რათა მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა. 
 
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას DHL-ის საქართველოს წარმომადენლობა კომპანია შპს “ჯორჯიან ექსპრესი“ ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. DHL-ის საქართველოს წარმომადენლობა კომპანია შპს “ჯორჯიან ექსპრესი“-ში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.