ინდივიდუალური ასისტენტი
თარიღები: 31 იან - 01 მარ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ადმინისტრაცია:  პირადი ასისტენტი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@millennium-school.org
ათასწლეულის სკოლაში გვჯერა, რომ თითოეული ადამიანი უნიკალური შესაძლებლობებით და მისწრაფებებით იბადება. პიროვნების შესაძლებლობებისა და მისწრაფებების გამოვლენა, გამოყენება ხდება ცხოვრებაში, ამიტომ ჩვენი სასწავლო პროცესი არის ცხოვრება. ათასწლეულის სკოლა არის სკოლა, სადაც სხვადასხვა საჭიროების მოსწავლეები აქ და ახლა, ცხოვრებაში სწავლობენ საკუთარი შესაძლებლობების, მისწრაფებების გამოვლენას და სასარგებლოდ გამოყენებას.
მოცემულ ვებ-გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ ათასწლეულის სკოლის დამრიგებლებისა და მასწავლებლების მიერ განხორციელებული სასწავლო პროექტები- http://www.millennium-school.org/ge/proektebi

“ათასწლეულის სკოლა” აცხადებს კონკურსს ინდივიდუალური ასისტენტის პოზიციაზე.

თანამშრომლობის პროცესში შერჩეული კანდიდატი ჩართული იქნება:
  • მულტიდისციპლინურ გუნდთან, მასწავლებლებთან და დამრიგებლებთან ერთად სასწავლო პროცესის დაგეგმვასა და განხორციელებაში;
  • ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენასა და საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობისას ამ გეგმის შესრულებაში, სკოლის ფსიქოლოგისა და სპეც-მასწავლებლის დახმარებით;
  • Სსსმ პირთან ინდვიდუალური მუშაობის პროცესში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია, ჰქონდეს სპეციალური საჭიროების მქონე პირებთან ინდივიდუალური მუშაობის პროცესის წარმართვის გამოცდილება სასკოლო სივრცეში;

გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში, კანდიდატი გადადის შესარჩევი პროცესების მეორე ეტაპზე, რომელიც კანდიდატისთვის ინდივიდუალურად შერჩეულ, კონკრეტული საქმიანობის შესრულებას გულისხმობს.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა თქვენი რეზიუმე გადმოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@millennium-school.org. აუცილებელია რომ აპლიკანტმა პოზიციის დასახელება მიუთითოს subject-ის ველში.
ინდივიდუალური ასისტენტის სამუშაო საათებია 9:00-დან 14:00-მდე.
სკოლა შერჩეულ კანდიდატებს დაუკავშირდება არაუგვიანეს 25 თბერვლისა.

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვის ვადაა 1 წელი, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში დავის დასრულებამდე. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც. თქვენ გაქვთ უფლება, ნებისმიერ დროს მოითხოვოთ ამგვარი დამუშავების შეწყვეტა.