ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი ეძებს კორექტორს/მთარგმნელს (ქართული/რუსული)
ხელფასი - 2000 ლარი
სტაჟირება - ერთ თვემდე, ანაზღაურება - 1400 ლარი.
მოვალეობები:
- ტექსტების (წერილების, პოსტების, ვიდეორგოლების ტიტრების, საბუთების) კორექტირება პუნქტუაციური და ორთოგრაფიული შეცდომების, სტილისტური და აზრობრივი ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით.
- ტექსტის განლაგების ტექნიკური წესების დაცვა;
- საქველმოქმედო თემატიკის სტატიების წერილობითი თარგმანი.
- აზრობრივი და სტილისტური ხარვეზების აღმოფხვრა.
მოთხოვნები:
- უმაღლესი სპეციალიზებული განათლება (ფილოლოგია, ლინგვისტიკა)
- გრამატიკის მაღალ დონეზე ცოდნა (რუსული და ქართული ენების გრამატიკისა და სტილისტიკის ცოდნა)
- მთარგმნელის/კორექტორის სამუშაო გამოცდილება, კორექტირების ტექნიკის ცოდნა
- კომპიუტერული უნარ-ჩვევები, MS Office-ის ცოდნა, აკრეფის მაღალი სიჩქარე
- ტექსტის კორექტირება და რედაქტირება
- კორექტორის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
- ყურადღების, გრამატიკის ცოდნის, პასუხისმგებლობის მაღალი დონე.
პირობები:
პოტენციურ კანდიდატებს მოეთხოვებათ სატესტო თარგმანის შესრულება რუსულიდან ქართულ ენაზე.