დეველოპერული კომპანია , პროექტში „შენი სახლი სამგორში“, აცხადებს ვაკანსიას: უძრავი ქონების უმცროსი გაყიდვების მენეჯერი
შრომითი ხელშეკრულების ვადა 1 წელი (პროექტის დასრულებამდე)
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, მოსკოვის გამზ. #13
სამუშაო საათები: 10:00-დან 19:00 საათამდე ორშაბათი-პარასკევი
შაბათი: 11:00 -18:00 საათამდე
პოზიციის მიზანია უძრავი ქონების გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა, მომხმარებლებისათვის მაღალხარისხიანი მომსახურების გაწევა.
მოთხოვნები:
- გაყიდვების ან მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება (მაგ. სერვის ადმინისტრატორი, გაყიდვების მენეჯერის ასისტენტი, განვადების მენეჯერი, კლიენტების მომსახურების ოპერატორი ან სხვა)
- უმაღლესი განათლება.
- ენების ცოდნა: ქართული და ინგლისური ენების ცოდნა (როგორც ვერბალური, ასევე წერითი)
- (MS Word; MS Excel)
ფუნქციები:
- კლიენტებთან კომუნიკაცია, როგორც სატელეფონო ასევე წერილობითი სახით - პროდუქტის შეთავაზება.
- დაინტერესებული მომხმარებლისთვის, სარეალიზაციო ქონების თაობაზე სრული ინფორმაციის მიწოდება და ადგილზე ჩვენება.
- გაყიდვების სტატისტიკის წარმოება.
- მომხმარებელთა ბაზების ფორმირება.
აუცილებელი უნარები:
- ურთიერთობის სწრაფად და მარტივად დამყარების უნარი (კომუნიკაბელურობა)
- მომხმარებლების მომსახურების უნარ–ჩვევები (თავაზიანობა, მომხმარებლების დახმარების მზაობის ყურადღების გამოხატვა, სწორი გადამისამართება);
- ინიციატივის გამოჩენის უნარი
- გაყიდვების უნარი ( არგუმენტირებული და გამართული კომუნიკაცია)
- გამართულად მეტყველების და წერის უნარი
- გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ
- ორგანიზებულობა, პრეზენტაბელობა, პუნქტუალურობა
- როგორც გუნდურად, ასევე ინდივიდუალურად მუშაობის უნარი
- პასუხისმგებლობის გრძნობით
კანდიდატის შერჩევა მოხდება ორ ეტაპად:
- CV – ს განხილვა
- გასაუბრება
დოკუმენტების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 10 თებერვალი