რუსთავის ფოლადი აცხადებს ვაკანსიას მვალცავის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქციები
- სხვადასხვა მარკის ფოლადის ნამზადის გამაღრუებელი, შემომგლინავი, მაკალიბრებელი ტექნოლოგიური პროცესების წარმოება გამაღრუებელ (№1, №2), ავტომატურ, შემომგლინავ და მაკალიბრებელ დგანებზე.გლინვა, გადაგლინვა, დაკალიბრება;
- გლინების დაშლა, აწყობა, გადაგლინვა;
- დგანის და დამხმარე მექანიზმების გაწყობა მოცემული დავალების - მარკის, ზომებისა და სხვა - მიხედვით;
- მომოსახურე მოწყობილობების მიმდინარე რემონტის შესრულება;
- მილსაგლინავი დგანების გამაღრუებელი, ავტომატური, შემომგლინავი და მაკალიბრებელი დგანების ტექნოლოგიური ინსტრუქციების და გლინვის ცხრილების შესაბამისად, აღნიშნული მოწყობილობების მართვა;
პიროვნული თვისებები
- კომუნიკაბელურობა.
- თავდაჯერებულობა.
- გუნდურ გარემოში შრომის უნარის მქონე.
- ლოგიკურადაზროვნება.
- ენის ცოდნა
- ქართული - კარგად.
ხელფასი
- 1600 ლარიდან--1700 ლარამდე დაქვითვის გარეშე.
- დასაქმებულს ექნება დღეში ერთჯერადი კვება და დაზღვევა .
- დასაქმებული გაივლის ერთთვიან სწავლებას რომლის განმავლობაშიც მიიღებს 800 ლარს ხელფასის სახით. სწავლის დასრულების შემდეგ დაიდება ხელშეკრულება.