კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
თარიღები: 31 იან - 01 მარ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: დოქტორი
ენები: ინგლისური
მეცნიერება/განათლება:  უმაღლესი განათლება
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: vacancy@freeacademy.edu.ge
ტელეფონი გამოხმაურებისთვის: +995 2 36 91 60
ეროვნული საგანმანათლებლო უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს ბიზნესის ადმინისტრირების   (ქართულენოვან) საბაკალავრო  საგანმანათლებლო პროგრამაზე  ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:

კონკურსი ცხადდება შემდეგ აკადემიურ თანამდებობებზე:

მენეჯმენტი:
პროფესორი - 1 ვაკანსია;
ასოცირებული პროფესორი -1 ვაკანსია:

მარკეტინგი:
პროფესორი - 1 ვაკანსია;
ასოცირებული პროფესორი -1 ვაკანსია:

ფინანსები:
პროფესორი - 1 ვაკანსია;
ასოცირებული პროფესორი -1 ვაკანსია:

ძირითადი და დამატებითი მოთხოვნები:
  • პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად  (აკადემიური ნიშნით):
  • განათლება:   დოქტორი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
  • გამოცდილება:   სამეცნიერო - პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება.
  • უნარები: კვლევითი უნარები; პედაგოგიური უნარები; საკომუნიკაციო უნარები.
  • დამატებითი მოთხოვნები: ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა.

ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად (აკადემიური ნიშნით):
  • განათლება:  დოქტორი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
  • გამოცდილება:  სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.
  • უნარები: კვლევითი უნარები; პედაგოგიური უნარები; საკომუნიკაციო უნარები.
  • დამატებითი მოთხოვნები: ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა.

პროფესორის/ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე არჩევა ხდება 4 წლის ვადით.

კომისია წარმოდგენილ დოკუმენტაციას აფასებს შემდეგი კრიტერიუმებით:
  • კონკურსანტის კვალიფიკაციის შესაბამისობა მის მიერ არჩეულ მიმართულებასთან;
  • სამეცნიერო - პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება და სტაჟი;
  • ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციების (მონოგრაფიები, სახელმძღვანელოები, სტატიები) რაოდენობა,  
  • შესრულების დონე ან/და დამსახურებული შეფასებები, რეცენზირება,  რედაქტორობა, საავტორო გამოგონებები;
  • სამეცნიერო კონფერენციებში, საგრანტო პროგრამებსა და საერთაშორისო ტრენინგებში მონაწილეობა;
  • საერთაშორისო სამეცნიერო წოდებები;
  • საკონკურსოდ წარმოდგენილი სასწავლო კურსის სილაბუსი;
  • უცხო ენის ცოდნის დონე;
  • კომპიუტერული ტექნოლოგიების ცოდნის დონე.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
  • განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
  • კონკურსანტის CV, რომელშიც უნდა აისახოს ინფორმაცია კონკურსანტის მიერ ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომ (ებ)ის, ბოლო 5 წლის განმავლობაში მიღებული სტიპენდია-გრანტებისა და ბოლო 5 წლის განმავლობაში სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობის შესახებ;
  • შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები. ასევე უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომების ასლები;
  • სამეცნიერო შრომების ჩამონათვალი (ბოლო 5  წლის განმავლობაში, წლების მითითებით); 
  • შესაბამის სფეროში სამეცნიერო - პედაგოგიური მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • ელექტრონული და ნაბეჭდი ფორმით მის მიერ არჩეული სასწავლო კურსის სილაბუსი (სილაბუსები);
  • პირადობის მოწმობის ასლი; 
  • 2 ცალი ფოტო - სურათი 3X4-ზე, ელექტრონულად CD დისკზე; 
  • ბოლო პუბლიკაციის, ნაშრომის, წიგნის, მონოგრაფიის ეგზემპლარები ან ასლები; 
  • სხვა ინფორმაცია.

კონკურსის ჩატარების  ვადა:
  • კონკურსი გამოცხადდეს 2025 წლის 31 იანვრიდან;
  • აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2025 წლის 4 მარტიდან 14 მარტის  ჩათვლით; 
  • კონკურსის პირველი ეტაპი (საბუთების გადარჩევა)  -  2025 წლის 17 მარტი;
  • კონკურსის მეორე ეტაპი (საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება) - 2025 წლის 19 მარტს. (კონკურსანტებს გასაუბრების დრო ეცნობებათ განცხადებაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე);
  • კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2025 წლის 21 მარტს.

საკონტაქტო რეკვიზიტები: 
ქ. თბილისი, ჯურხა ნადირაძის ქ. N46.  ტელ: +995 2 36 91 60
ელ-ფოსტა: vacancy@freeacademy.edu.ge