მაღაზიათა ქსელი “OnePrice” არის სწრაფად მზარდი კომპანია, რომელიც წარმოადგენს 22-ზე მეტ ფილიალს საქართველოს მაშტაბით. რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს პროდუქციის ფართო ასორტიმენტსა და დაბალ ფასებს.
OnePrice აცხადებს ვაკანსიას რეგიონალური მენეჯერის პოზიციაზე:
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის პოლიტიკის შსაბამისად, სავაჭრო ობიექტების განვითარების სტრატეგიის განსაზღვრა და კოორდინირება;
- სავაჭრო ობიექტების მუშაობის ანალიზი და მონიტორინგი;
- სავაჭრო ობიექტების (მაღაზიის) მენეჯერის მუშაობის კონტროლი, მართვა და კოორდინირება;
- სავაჭრო ობიექტების (მაღაზიების) ყოველთვიური და წლიური გაყიდვების გეგმის შემუშავება და შესრულების უზრუნველყოფა;
- სავაჭრო ობიექტებში მარკეტინგული აქტივობის დაგეგმვა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
- დამსაქმებლის/უშუალო ხელმძღვანელის ან/და სხვა ზემდგომი პირების მითითებებისა და დავალებების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- აუცილებელია მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება საცალო ვაჭრობაში
- აუცილებელია მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
- საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office)
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
პიროვნული უნარები:
- ძლიერი ანალიტიკური აზროვნება;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- მოლაპარაკების წარმოების უნარი;
- გუნდურობა;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ აპლიკაცია : hr@oneprice.ge
გისურვებთ წარმატებას!