რეგიონალური მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი მაღაზიათა ქსელი OnePrice
ენები: ინგლისური, რუსული
გაყიდვები: ფილიალების ქსელი TOP მენეჯმენტი: ფილიალების მართვა
მაღაზიათა ქსელი “OnePrice” არის სწრაფად მზარდი კომპანია, რომელიც წარმოადგენს 22-ზე მეტ ფილიალს საქართველოს მაშტაბით. რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს პროდუქციის ფართო ასორტიმენტსა და დაბალ ფასებს.

OnePrice აცხადებს ვაკანსიას რეგიონალური მენეჯერის პოზიციაზე:

ძირითადი მოვალეობები:
  • კომპანიის პოლიტიკის შსაბამისად, სავაჭრო ობიექტების განვითარების სტრატეგიის განსაზღვრა და კოორდინირება;
  • სავაჭრო ობიექტების მუშაობის ანალიზი და მონიტორინგი;
  • სავაჭრო ობიექტების (მაღაზიის) მენეჯერის მუშაობის კონტროლი, მართვა და კოორდინირება;
  • სავაჭრო ობიექტების (მაღაზიების) ყოველთვიური და წლიური გაყიდვების გეგმის შემუშავება და შესრულების უზრუნველყოფა;
  • სავაჭრო ობიექტებში მარკეტინგული აქტივობის დაგეგმვა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
  • დამსაქმებლის/უშუალო ხელმძღვანელის ან/და სხვა ზემდგომი პირების მითითებებისა და დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • აუცილებელია მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება საცალო ვაჭრობაში
  • აუცილებელია მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office)
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა

პიროვნული უნარები:
  • ძლიერი ანალიტიკური აზროვნება;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • გუნდურობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ აპლიკაცია : hr@oneprice.ge
გისურვებთ წარმატებას!