გაყიდვების აგენტი / პრისეილერი

მივლინება: არა
გაყიდვები: გაყიდვების აგენტი, პრისელერი
თევზის გადამამუშავებელი საწარმო "უმალი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების აგენტის (პრისეილერი) პოზიციაზე.

შპს "ახალი თევზი" თევზისა და ზღვის პროდუქტების მწარმოებელი პირველი ქართული კომპანიაა საქართველოში. "უმალის" ასორტიმენტშია 70-მდე დასახელების თევზის მზა პროდუქცია, რომლის რეალიზება ხდება საქართველოს მასშტაბით ქსელურ მარკეტებში.

სამუშაო გრაფიკი: სრული.
მისამართი: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:
  • პროდუქციის შევსებისა და ასორტიმენტის გაფართოების მიზნით შეკვეთების მიღება
  • სარეალიზაციო ობიექტების მოძიება-მოზიდვა
  • სადისტრიბუციო ქსელის გაფართოების ხელშეწყობა
  • შეკვეთების მიღებას, პროდუქციის დროული მიწოდების უზრუნველყოფა
  • ძველ და ახალ ობიექტებზე რეალიზებული პროდუქციის შესახებ ანგარიშების მომზადება
  • ყველა პროდუქციის მაქსიმალური რეალიზების ხელშეწყობა
  • ნაშთების მუდმივი კონტროლი;
  • შესრულებული საქმიანობის შესახებ პერიოდული ანგარიშსწორება უშუალო ხელმძღვანელთან

პიროვნული მახასიათებლები:
  • კომუნიკაბელურობა
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • გუნდური მუშაობის პრინციპი
  • პუნქტუალურობა

მოთხოვნები:
  • სამუშაო გამოცდილება მინიმუმ 1 წელი;
  • აუცილებელია ა/სატრანსპორტო საშულების ქონა, მართვის უნარი და გამოცდილება

თუ ვაკანსიის პირობები თქვენთვის საინტერესოა, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე:umali.salesmanager@gmail.com და გთხოვთ, "subject"-ის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (პრისეილერი), ან დაგვიკავშირდით ნომერზე +995557191898 უმალი გისურვებთ წარმატებას!