სატრანსპორტო კომპანია „კავკასტრანსექსპრესი“ აცხადებს ვაკანსიას „სახმელეთო გადაზიდვების მენეჯერი“-ს პოზიციაზე.
კომპანია: „კავკასტრანსექსპრესი“
კომპანიის ვებ-გვერდი: www.cte.ge
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, საბურთალო
განაკვეთი: სრული
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00
ანაზღაურება: კანდიდატის კვალიფიკაციის და გამოცდილების შესაბამისად, ფიქსირებულს + ბონუსი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- შემოსული შეკვეთების დროული დამუშავება;
- სახმელეთო მიმართულებით ტრანსპორტირების ციკლის დაგეგმვა;
- გადაზიდვების ორგანიზება და ტვირთის ადგილმდებარეობის ყოველდღიური მონიტორინგი;
- გადაზიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტების მომზადება და დაარქივება;
- ახალი გადამზიდების მოძიება და მათთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება;
- ინვოისის მომზადება და გადახდის კონტროლი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- სატრანსპორტო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება;
- აუცილებელია ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office);
უნარ-ჩვევები:
- მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
- ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების უნარი;
- შრომისმოყვარეობა და ორგანიზებულობა;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- პრობლემური სიტუაციის მართვის და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: ctet@cte.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - სახმელეთო გადაზიდვების მენეჯერი, წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა არ განიხილება.
დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.
გისურვებთ წარმატებას!