სახმელეთო გადაზიდვების მენეჯერი
თარიღები: 03 თებ - 01 მარ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური რუსული
ლოგისტიკა/ტრანსპორტი:  სახმელეთო ტრანსპორტი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: ctet@cte.ge

სატრანსპორტო კომპანია „კავკასტრანსექსპრესი“ აცხადებს ვაკანსიას „სახმელეთო გადაზიდვების მენეჯერი“-ს პოზიციაზე.
კომპანია: „კავკასტრანსექსპრესი“
კომპანიის ვებ-გვერდი: www.cte.ge
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, საბურთალო
განაკვეთი: სრული
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00
ანაზღაურება: კანდიდატის კვალიფიკაციის და გამოცდილების შესაბამისად, ფიქსირებულს + ბონუსი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • შემოსული შეკვეთების დროული დამუშავება;
  • სახმელეთო მიმართულებით ტრანსპორტირების ციკლის დაგეგმვა;
  • გადაზიდვების ორგანიზება და ტვირთის ადგილმდებარეობის ყოველდღიური მონიტორინგი;
  • გადაზიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტების მომზადება და დაარქივება;
  • ახალი გადამზიდების მოძიება და მათთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება;
  • ინვოისის მომზადება და გადახდის კონტროლი;
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • სატრანსპორტო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება;
  • აუცილებელია ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office);
 
უნარ-ჩვევები:
  • მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების უნარი;
  • შრომისმოყვარეობა და ორგანიზებულობა;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • პრობლემური სიტუაციის მართვის და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: ctet@cte.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - სახმელეთო გადაზიდვების მენეჯერი, წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა არ განიხილება.

დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!