ლოგისტიკის მენეჯერი
თარიღები: 03 თებ - 27 თებ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენები: ქართული ინგლისური რუსული
ლოგისტიკა/ტრანსპორტი:  ლოჯისტიკის მენეჯერი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: ctet@cte.ge

კავკასტრანსექსპრესი აცხადებს ვაკანსიას ლოგისტიკის მენეჯერის პოზიციაზე


სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00

ანაზღაურება: კანდიდატის კვალიფიკაციის და გამოცდილების შესაბამისად, ფიქსირებულს + ბონუსი


ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • შემოსული შეკვეთების დროული დამუშავება;
  • საზღვაო მიმართულებით ტრანსპორტირების ციკლის დაგეგმვა;
  • გადაზიდვების ორგანიზება და ტვირთის ადგილმდებარეობის ყოველდღიური მონიტორინგი;
  • გადაზიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტების მომზადება და დაარქივება;
  • ახალი გადამზიდების მოძიება და მათთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება;
  • ინვოისირება და გადახდის გაკონტროლება;


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • სატრანსპორტო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება (მინუმუმ 2 წელი);
  • აუცილებელია ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office);


უნარ-ჩვევები:

  • მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების უნარი;
  • შრომისმოყვარეობა და ორგანიზებულობა;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • პრობლემური სიტუაციის მართვის და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;

 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: ctet@cte.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - ლოგისტიკის მენეჯერი.

დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!