სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალ" აცხადებს ვაკანსიას მიკრო ბიზნეს და აგრო სესხების ჯგუფის უფროსის თანამდებობაზე ქ. თბილისში ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: - ბიზნეს დაკრედიტების ჯგუფის მართვა;
- ახალი კლიენტების მოზიდვა;
- მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა, მათ შორის პირდაპირი მარკეტინგი;
- კლიენტის ბიზნესის ფინანსური მდგომარეობის შესწავლა/ანალიზი;
- საკრედიტო განაცხადების მომზადება, კომიტეტზე წარდგენა;
- სესხის დოკუმენტირება, სესხის გაცემა;
- საკრედიტო პორთველის მართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება ეკონომიკის, საბანკო-საფინანსო ან ბიზნესის ადმინისტრირების განხრით;
- მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება საკრედიტო ოფიცრის პოზიციაზე საბანკო ან/და მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში;
- ფინანსურ უწყისებთან მუშაობის გამოცდილება;
- რუსული ენის საშუალო დონეზე ცოდნა;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა.
სხვა მოთხოვნები: - ლიდერის უნარები, თანამშრომელთა მოტივირებისა და განვითარების უნარი;
- დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
- დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
- ეფექტური გაყიდვების უნარი;
- მომხმარებელთა მომსახურება თავაზიანად და კეთილგანწყობილად;
- გუნდში მუშაობის უნარი;
- მიზანსწრაფულობა;
- დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
- სისხარტე მუშაობაში;
- ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი.
სამუშაო პირობები: - სრული განაკვეთი; ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:30; შაბათი: 10:00-16:00.
- გამოსაცდელი ვადა: 3 თვე.
- ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად.
გთხოვთ, შეავსოთ აპლიკაცია აქ ან გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@swisscapital.ge წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება და ქალაქი - “Micro Business loans’ Team Leader – Tbilisi/Telavi/Khashuri".