საიუველირო კომპანია ,,ზარაფხანა“ აცხადებს ვაკანსიას 3D-მემოდელე პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ლუბლიანას ქ.15
კატეგორია: საიუველირო წარმოება
სამუშაო განაკვეთი: სრული
დეპარტამენტი: კრეატივის სამსახური
ფუნქცია/მოვალეობები:
- ნაკეთობების მოდელებისა და სივრცული ფიგურების მოდელების შესრულება 3D პროგრამებში;
- საიუველირო სამკაულის აწყობილი ფაილების 3D პრინტერზე გაშვება;
- სამკაულებისა და სუვენირების დიზაინების შექმნის პროცესში მონაწილეობის მიღება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სავალდებულოა Rhinoceros-3D, Matrix პროგრამების ცოდნა;
- სასურველია და დამატებით უპირატესობად ჩაითვლება: Zbrush, Corel, Artcam პროგრამების ცოდნა;
- საიუველირო სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
პიროვნული თვისებები/უნარ-ჩვევები:
- შემოქმედებითი/კრეატიული აზროვნების უნარი;
- საკომუნიკაციო უნარები;
- დროის მართვის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
ანაზღაურება: 2000 ლარი (ხელზე ასაღები).
დამატებითი ინფორმაცია:
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@zarapkhana.ge. გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიცია, სხვა შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან
საიუველირო კომპანია ,,ზარაფხანა დეველოპმენტი“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.
საიუველირო კომპანია ,,ზარაფხანა დეველოპმენტში“ თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია ზარაფხანა დეველოპმენტის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.