ტელეგრაფი პირველი სასტუმროა რეგიონში, რომელიც “Leading Hotels of The World”-ის წევრია და სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში ახალ სიტყვას ამბობს. ჩვენ სტუმრებს ვთავაზობთ უნიკალურ გამოცდილებას, რომელიც აერთიანებს 239 მაღალი კლასის ნომერს, ქალაქის ურბანულ პეიზაჟებს, განსხვავებული კონცეფციის 7 რესტორანს, ჯაზ კლუბს, ბარს, თანამედროვე საბანკეტო-საკონფერენციო დარბაზებს. კომპანიისთვის განსაკუთრებულ პრიორიტეტს წარმოადგენს მდგრადი არქიტექტურა, გარემოს დაცვა და ეკოლოგიურად ჯანსაღი მომავლის უზრუნველყოფა.
ტელეგრაფის შენობა წლების განმავლობაში ბევრად მეტი იყო, ვიდრე საკომუნიკაციო კერა. ეს იყო ინოვაციების შუქურა, ახალი შეტყობინებებითა და სიახლეებით, რომლებიც მის არხებს შორის მოგზაურობდნენ და აჩქარებდნენ ქალაქის პულსს. ახლა გააზრებულად აღდგენილი, როგორც სასტუმრო ტელეგრაფი, ისტორია გრძელდება და ის კვლავ იქნება გრავიტაციის ცენტრი.
ჩვენ ვიწვევთ ენთუზიაზმით სავსე ადამიანებს შემოუერთდნენ ტელეგრაფის გუნდს და გახდნენ ჩვენი სტუმრებისთვის დაუვიწყარი მოგონებებისა და უნიკალური გამოცდილების გაზიარების მონაწილე.
ტელეგრაფში ჩვენ ვეძებთ დიასახლისს, რომელიც შემოუერთდება დასუფთავების დეპარტამენტის გუნდს.
მოვალეობები
- სართულებზე სერვის ოთახების დალაგება
- მტვერსასრუტების მოწესრიგება
- ფანჯრების გაწმენდა ჩარჩოებთან ერთად
- რბილი ავეჯის ხელით გაწმენდა ( საჭიროების შემთხვევაში )
- ფარდებზე ლაქების ხელით გაწმენდა ( საჭიროების შემთხვევაში )
- გაუმართაობების კონტროლი და ინფორმაციის დროული მიწოდება ზედამხედველისათვის, რათა ეს დაზიანებები იყოს დროულად შეკეთებული ტექნიკური დეპარტამენტის მიერ
- პირადი ინვენტარის მოვლა/მოწესრიგება
- მენეჯერისაგან ან ზედამხედველისგან მიღებული სხვა დავალებების შესრულება
ჩვენ გთავაზობთ
კონკურენტულ ანაზღაურებას და ბენეფიტებს (დაზღვევა, ფასდაკლებები ჯგუფის მასშტაბით, კვება, უნიფორმით უზრუნველყოფა და ქიმწმენდა).
კვალიფიკაცია და გამოცდილება
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
- ადაპტაციის უნარი.
- გუნდური მუშაობის უნარი.
თუ თქვენ ხართ
ორგანიზებული.
მონდომებული და პასუხისმგებლიანი გუნდის წევრი.
აპლიკაციის გაგზავნა
თუ მიგაჩნიათ, რომ ფლობთ პოზიციისთვის საჭირო უნარებს და გსურთ შემოუერთდეთ ტელეგრაფის გუნდს, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტის მისამართზე: jobs@telegraphhotel.com
ადგილმდებარეობათბილისი, შ. რუსთაველის გამზირი #31/13
აპლიკაციების მიღების ბოლო ვადა28 თებერვალი 2025
გაცნობებთ, რომ შპს "სილქ როუდ ბიზნეს ცენტრი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვისა და ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. პერსონალური მონაცემები კანდიდატის შესახებ, ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. პერსონალური მონაცემები კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით.
გაითვალისწინეთ, რომ აღნიშნულ ვაკანსიაზე პერსონალური მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, შპს "სილქ როუდ ბიზნეს ცენტრმა" წარდგენილი პერსონალური მონაცემები შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვისა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, მათ შორის სამომავლო ვაკანსიაზე.
იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.