შპს ორიენტირში პროფესიულ საგანმანათლებლო სტანდარტის "მასაჟის თერაპია" მიხედვით პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე პროფესიული განათლების მასწავლებლების ვაკანსიებზე კონკურსის გამოცხადების შესახებ
შპს ორიენტირის წესდების, "შპს ორიენტირის ადამიანური რესურსები მართვის პოლიტიკის დამტკიცების შესახებ" შპს ორიენტირის დირექტორის 2021 წლის 29 ნოემბრის N00007469 ბრძანების, "შპს ორიენტირში კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ" შპს ორიენტირის დირექტორის 2022 წლის 18 თებერვლის N00001057 ბრძანების და კოლეჯის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი სამსახურის უფროსის 2025 წლის 29 იანვრის N1295 სამსახურებრივი ბარათით წარმოდგენილი პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის "მასაჟის თერაპია" მიხედვით, შპს ორიენტირის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავების დაგეგმვის სამუშაო ჯგუფის 2025 წლის 29 იანვრის სხდომის ოქმი N1 შესაბამისად,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
გამოცხადდეს კონკურსი 2025 წლის 31 იანვრიდან შპს ორიენტირში პროფესიულ საგანმანათლებლო სტანდარტის "მასაჟის თერაპია" მიხედვით პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე პროფესიული განათლების მასწავლებლების შემდეგ ვაკანსიებზე:
- ესთეტიკური მასაჟი SPA;
- ბალნეოთერაპიული პროცედურები;
- მასაჟის თეორიული საფუძვლები;
- მასაჟის პროცედურების ორგანიზება;
- ზოგადი და რეგიონალური მასაჟი კლასიკური (შვედური) მეთოდიკით;
- პაციენტის/კლიენტის მდგომარეობის შეფასება;
- სამკურნალო მასაჟი;
- ადრეული ასაკის ბავშვთა გამაჯანსაღებელი, სამკურნალო მასაჟი და მოძრაობები;
- პრევენციული (პროფილაქტიკური) მასაჟი;
- სპორტული მასაჟი ;
- ბიოეთიკის და დეონტოლოგიის პროფესიული ასპექტები, ურთიერთობების ფსიქოლოგია - ჰქონდეს კვალიფიკაცია ფსიქოლოგიაში;
- მასაჟის ანატომიურ-ფიზიოლოგიური საფუძვლები- ექიმი, ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის კვალიფიკაციის მქონე პირი ან ბიოლოგიის, ანატომია-ფიზიოლოგიის მასწავლებელი;
- პროფესიული და კარიერული განვითარება - HR- ი ზოგადად, ან - დარგის სპეციალისტიც ვიწრო ჭრილში;
- შრომის უსაფრთხოება და ჰიგიენა.
კონკურსანტს გარდა მოდულზე
შრომის უსაფრთხოება და ჰიგიენა
უნდა გააჩნდეს
შემდეგი კვალიფიკაცია/პროფესიული გამოცდილებით:
- უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება მასაჟისა და რეაბილიტაციის მიმართულებით ან ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის მიმართულებით;
- ან ჰქონდეს არანაკლებ 5 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება მასაჟის მიმართულებით და ჩაბარებული ჰქონდეს მასაჟის პედაგოგის საკვალიფიკაციო გამოცდა.
კონკურსანტს მოდულზე შრომის უსაფრთხოება და ჰიგიენა უნდა გააჩნდეს შემდეგი კვალიფიკაცია/პროფესიული გამოცდილებით:
- უმაღლესი განათლება ან პროფესიული განათლების მეხუთე საფეხურის კვალიფიკაცია იმ სფეროში, რომელსაც ითხოვს მოდული შრომის უსაფრთხოება და ჰიგიენა ან უნდა გააჩნდეს სა მუშაო გამოცდილება შრომის უსაფრთხოების სფეროში;
- უნდა გააჩნდეს შრომის უსაფრთხოების სფეროში მუშაობის 1 წლიანიგამოცდილება.
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების ვადად განისაზღვროს 2025 წლის 07 თებერვლის ჩათვლით.
კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ბ) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) CV
დ) შესაბამისი ცნობა (საჭიროების შემთხვევაში).
კონკურსი ჩატარდეს ორ ეტაპად: СV-ების გადარჩევა და საუკეთესო СV-ების/კომპეტენციების/გამოცდილების მქონე პირებთან გასაუბრება.
კონკურსში მონაწილეობისათვის განცხადების წარდგენა მოხდეს როგორც კოლეჯის საკონკურსო კომისიის მისამართზე, აგრეთვე ელექტრონული რესურსების საშუალებით.
ეს ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ROOT
შპს ორიენტირი
დირექტორი მაჭარაშვილი რამაზ
კონკურსანტმა დოკუმენტაცია უნდა გადმომაგზავნოს შემდეგ მისამართზე: collegeorientiri@gmail.com
საკონტაქო: +995 599275739; +995 577784746
საკონტაქო: +995 599275739; +995 577784746