სს ″კურაციო″ აცხადებს ვაკანსიას ოფთალმოლოგიურ კაბინეტში ასისტენტის პოზიციაზე.
მოვალეობები:
- ექიმის მითითებით, პაციენტის ელექტრონული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება
- ექიმის დავალებით, მონაწილეობის მიღება ანამნეზის შეკრებაში და პაციენტის ფიზიკურ გასინჯვაში
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სამედიცინო უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, უმაღლესი სამედიცინო განათლება ან რეზიდენტი
სამუშაო პირობები:
სამუშაო ადგილი: ო. ლორთქიფანიძის #31
კვირაში 13 სამუშაო საათი. სამუშაო დღეები:ორშაბათი 10:00 საათიდან 16:00 საათამდე; სამშაბათი - 10:00 საათიდან 17:00 საათამდე;
ანაზღაურება - 220 ლარი
დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გადმოაგზავნეთ ელექტრონულ მისამართზე: hr@curatio.ge გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას შინაარსში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ოფთალმოლოგიური კაბინეტის ასისტენტი).
გაცნობებთ, სს “კურაციო” ამუშავებს კანდიდატის მიერ გაზიარებულ ინფორმაციას (რეზიუმეს (CV), თანდართულ დოკუმენტებს (მათ შორის, სერტიფიკატებს, დიპლომებს) და აღნიშნულ დოკუმენტებში მითითებულ მონაცემებს), გამოცხადებულ ან/და სამომავლო ვაკანსიაზე, კანდიდატის შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა სს „კურაციოს“ და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება; აღნიშნული მიზნით, კანდიდატი უფლებამოსილია დაუკავშირდეს სს „კურაციოს“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს შემდეგ ელ-ფოსტაზე: dpo@curatio.ge
წინამდებარე შეტყობინების საფუძველზე, კანდიდატი მიიჩნევა ინფორმირებულად მის შესახებ სს “კურაციოს” მიერ მონაცემთა დამუშავების საკითხებზე.