იურისტის ასისტენტი

თბილისი სრული განაკვეთი DG ჰოლდინგი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
იურიდიული: იურისტის ასისტენტი/ მდივანი
კომპანია „DG ჰოლდინგი“  აცხადებს ვაკანსიას იურისტის ასისტენტის პოზიციაზე. 
ლოკაცია: თბილისი, აღმაშენებლის გამზირი; 
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი, კვირაში 2დღე დასვენება; 
ანაზღაურება: შეთანხმებით; 
 
 ფუნქცია-მოვალეობები: 
  • დოკუმენტაციის შედგენა/კორექტირება; 
  • კომპანიის პროექტებში ჩართულობა კომპეტენციის ფარგლებში; 
  • სხვადასხვა სახის სამართლებრივი დოკუმენტაციის შემუშავების პროცესში მონაწილეობა; 
  • საქმის დამოუკიდებლად ორგანიზება და შესაბამისი ანგარიშვალდებულება უშუალო ხელმძღვანელთან; 
  • დოკუმენტების დაარქივების უზრუნველყოფა; 
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში; 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • სამართალმცოდნეობის ბაკალავრის ხარისხი; 
  • ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე; 
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office); 
 
საჭირო უნარ-ჩვევები: 
  • ორგანიზებულობა; 
  • პუნქტუალურობა; 
  • პასუხისმგებლობის გრძნობა; 
  • ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული; 
 
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე vacancy.career2023@gmail.com   
სათაურის ველში მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს. 
 
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "DG ჰოლდინგმა“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს. 
 
გისურვებთ წარმატებას!