რეცეფციონისტი
1xP PRIORITY არქი
თარიღები: 30 იან - 16 თებ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 900
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური
ადმინისტრაცია:  რეცეფციონისტი
კომპანია „არქი“,  წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 20-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში. 
არქიში მონდომებულ, პოზიტიურ და ენერგიულ  რეცეფციონისტს ვეძებთ.   
 
რეცეფციონისტის ძირითადი ფუნქციები იქნება:  
  • კომპანიის ორგანიზაციული საკითხების მოგვარება (შეხვედრების ოთახების დაჯავშნა, ტაქსის გამოძახება, საოფისე დოკუმენტაციის ბეჭდვა, ასლის გადაღება, დასკანირება და ა.შ.); 
  • საოფისე შესყიდვების პროცესში ჩართულობა, მარაგების კონტროლი; 
  • შემოსული კორესპონდენციის ადმინისტრირება და შესაბამის დეპარტამენტებთან გადამისამართება; 
  • შემომავალ ზარებზე პასუხი და მათი გადამისამართება; 
  • სტუმრების დახვედრა და გადამისამართება და საჭიროების შემთხვევაში, ყავით და ჩაით გამასპინძლება; 
  • ოფისთან დაკავშირებული ტექნიკური პრობლემების იდენტიფიკაცია და მოგვარების უზრუნველყოფა. 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  •  უმაღლესი განათლება; 
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; 
  • აუცილებელია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა; 
  • Microsoft Office-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. 
 
ჩვენ კი გთავაზობთ: 
  • პოზიტიურ, კომფორტულ და სტაბილურ გარემოს; 
  • საინტერესო საქმეს და განვითარების ხელშეწყობას; 
  • ჯანმრთელობის დაზღვევას, მუშაობის დაწყებიდან 3 თვის შემდეგ; 
  • ანაზღაურება: 900 ლარი (ხელზე ასაღები). 
 
 
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2025 წლის 16  თებერვლის ჩათვლით: https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php 
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.  
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება  კომპანიის მონაცემთა ბაზაში.  ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.