ღია კონკურსი-მოწვეული მასწავლებელი
თარიღები: 06 თებ - 28 თებ
მდებარეობა: ბათუმი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები:  განათლების სექტორი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@bsma.edu.ge
ტელეფონი გამოხმაურებისთვის: +995322887337
სსიპ - სასწავლო უნივერსიტეტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტზე ფოთის ფილიალში მოწვეულ მასწავლებელთა შერჩევის მიზნით ღია კონკურსის გამოცხადება

სსიპ – სასწავლო უნივერსიტეტი – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის მოწვეულ მასწავლებელთა შერჩევის მიზნით გამოცხადდეს ღია კონკურსი.

კონკურსი გამოცხადდეს ბიზნესისა და მართვის ფაკულლტეტის ფოთის ფილიალში შემდეგ სასწავლო საგნებზე:
  • მიკროეკონომიკა,
  • მათემატიკა ეკონომიკისა და ბიზნესისათვის ,
  • მაკროეკონომიკის პრონციპები,
  • სტატისტიკა ეკონომიკისა და ბიზნესისათვის ,
  • კეთილდღეობის ეკონომიკა და დანახარჯ - სარგებლიანობის ანალიზი,
  • საზღვაო ტრანსპორის ეკონომიკა,
  • საზღვაო რესურსების ეკონომიკა,
  • საერთაშორისო ვაჭრობა.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაციისათვის უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
  • განცხადება საზღვაო აკადემიის რექტორის სახელზე;
  • მაგისტრის/დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის განათლების დამადასტურებელი საბუთის დამოწმებული ქსეროასლი;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;
  • CV;
  • კომპეტენციის დამადასტურებელი დამატებითი საბუთების (სერტიფიკატების, გამოქვეყნებული კვლევითი და სასწავლო-მეთოდური ხასიათის შრომების, სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ანალოგიურისასწავლო კურსის სწავლების გამოცდილების და სხვა) დამოწმებული ქსეროასლები, რომლის საფუძველზე შესაძლებელი იქნება მისი დაშვება გამოცხადებულ სასწავლო კურსის სწავლებაზე;
  • სილაბუსი გამოცხადებულ სასწავლო კურსში (საჭიროების შემთხვევაში).
  • კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში - ცნობა ნასამართლობის შესახებ.
  • კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში - ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის შესახებ.

მასწავლებლის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, თითოეული კანდიდატის აკადემიური ხარისხის/ საკვლევო ნაშრომის/სერტიფიკატის შესაბამისობაში უნდა იყოს იმ სასწავლო კურსის თემატიკასთან, რომლის წაყვანას აპირებს კანდიდატი, ან კანდიდატს უნდა ჰქონდეს პრაქტიკული გამოცდილება, კომპეტენცია იმ სფეროში, რომელსაც განეკუთვნება სასწავლო კურსი.

სხვა საკონკურსო პირობები და კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება „მოწვეულ მასწავლებელთა შერჩევის წესი“-ს (https://www.bsma.edu.ge/media/files/4a7e3514-5368-43d6-9388-4c96aa651a66.pdf) შესაბამისად.

კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განცხადებების მიღება იწარმოებს 2025 წლის 03 თებერვლიდან 20 თებერვლის ჩათვლით;
კონკურში მონაწილე პირთა განცხადებების განხილვა იწარმოებს 2025 წლის 20 თებერვლიდან 22 თებერვლის ჩათვლით.
კონკურსში მონაწილე პირებთან გასაუბრება იწარმოებს 2025 წლის 23 თებერვლიდან 26 თებერვლის ჩათვლით.
აპლიკანტთა განცხადებების მიღება იწარმოებს შემდეგ ელექტრონულ ბმულზე: http://students.bsma.edu.ge/competition/
გისურვებთ წარმატებებს.

ადამიანური რესურსების მართვის სამსახური
Tel: +995322887337
hr@bsma.edu.ge