კომპანია აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე
სამუშაო გრაფიკი: სრული 09:00 – 18:00 (1 საათი შესვენება) ორშაბათი-პარასკევი
სამუშაო ადგილი: თბილისი, ვარკეთილი-3, ვაზისუბნის მე-4 მ/რ-ის მიმდებარედ, ნაკვეთი 14/430
ანაზღაურება: 1500 ლარი + საბონუსე სისტემა 500 ლარის ფარგლებში
ძირითადი მოთხოვნები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ორგანიზებულობა;
- პუნქტუალურობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- სიტუაციის შესაბამისად სწრაფად რეაგირების და პრობლემის გადაჭრის გზების მოძიების უნარი;
სამუშაოს აღწერილობა / ძირითადი მოვალებები:
- პროდუქციის მიღება;
- მიღებული საქონლის დახარისხება, დასაწყობება და ვადების კონტროლის უზრუნველყოფა;
- გასაცემი პროდუქციის დათვლა და შესაბამისი სიზუსტით პროგრამაში შეყვანა;
- არსებული ნედლეულის რაოდენობის სიჭარბის/დანაკლისის შემთხვევაში შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან დროული კომუნიკაცია;
- ნაშთების მიხედვით ნედლეულისა და სახარჯო მასალების შესყიდვების ორგანიზება;
- შეკვეთების გამზადება და მათი პროგრამულად გაწერა;
- შემოსული პროდუქტებისა და ნედლეულის ზუსტი აღწერისა და აღრიცხვის უზრუნველყოფა;
- ობიექტებთან და მათ მენეჯერებთან დროული და ზუსტი კომუნიკაცია;
- დასაკორექტირებელი ზედნადებების ჩასწორება, მონიტორინგის სამსახურის დასტურის შემდეგ;
- დაქვემდებარებული თანამშრომლების მუშაობის მონიტორინგი და კონტროლი;
- მარაგების კონტროლი;
- მძღოლების და მათი მარშრუტების კონტროლი;
- საწყობის ყოველკვირეული/ყოველთვიური ინვენტარიზაცია;
- შესაბამისი რეპორტის მომზადება უშუალო ხელმძღვანეისთვის;
- უშუალო ხელმძღვანელის მიერ სხვა დავალებების შესრულება;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: sbgt.hrm@gmail.com გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ
შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატება