ქსელის ადმინისტრატორი
თარიღები: 30 იან - 28 თებ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 5000
ინფორმაციული ტექნოლოგიები:  ქსელის უსაფრთხოების ინჟინერი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: ITJob@domino.com.ge
შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგი“ დაარსდა 2014 წელს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს „დომინო “-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.

რეგიონში ყველაზე მასშტაბური DIY ფორმატის სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი „დომინო“ წარმოდგენილია სავაჭრო ცენტრ ,,EAST POINT“-ისა და დიღმის ტერიტორიებზე.

ჰიპერმარკეტი ”დომინო“ აცხადებს ვაკანსიას ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტში ქსელის ადმინისტრატორის პოზიციაზე ისთ-ფოინთის ფილიალში. 

ძირითადი მოვალეობები:
  • ინფორმაციული უსაფრთხოების სისტემების ოპტიმიზაცია და ეფექტურობის მაღალი ხარისხის შენარჩუნებაზე ზრუნვა;
  • ინფორმაციული უსაფრთხოების რისკების ანალიზი და სამუშაო გეგმის შედგენა;
  • ქსელური ინფრასტრუქტურის კონფიგურაცია და ადმინისტრირება;
  • Fortigate NGF (HA, ACL, OSPF, VPN )კონფიგურაცია და ადმინისტრირება;
  • ქსელური მოწყობილობების (HP, H3C, Grandstream, Fortigate) აპარატურული და პროგრამული კონფიგურაცია, ადმინისტრირება, მონიტორინგი;
  • ქსელური სერვისების, მოწყობილობების და ინფორმაციულ ტექნოლოგიური კომუნიკაციების ინსტალაცია, კონფიგურაცია, მართვა;
  • ქსელის წარმადობის კონტროლი და ქსელური რესურსების ეფექტური გამოყენება;
  • ქსელის უსაფრთხოებისთვის სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ქსელური კომუტატორის საფუძვლიანი ცოდნა და მუშაობის გამოცდილება: VLAN, LACP, STP, RSTP, MLAG, IRF,
  • NG Firewall-ებთან მუშაობის გამოცდილება;
  • DLP, IPS, IDS, NIPS;
  • საერთაშორისო კიბერ უსაფრთხოების სტანდარტების და პრაქტიკების ცოდნა;
  • Firewall-ების ადმინისტრირება (Cisco, Mikrotik, FortiGate);
  • Cisco CCNA ან CCNA Security - ჩაითვლება უპირატესობად.
  • Fortinet NSE-3,4 ჩაითვლება უპირატესობად.
  • აუცილებელია ქსელის ადმინისტრატორი პოზიციაზე მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება

პიროვნული უნარ-ჩვევები
  • პრობლემური საკითხების სწრაფად გადაწყვეტის უნარი
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი

გრაფიკი/პირობები:
  • გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
  • სამუშაო საათები: 10:00-19:00 სთ;
  • ანაზღაურება: 5000 Gel+ კვალიფიკაციის მიხედვით;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო);
  • Fitpass
  • კვება;

თუ თვლით რომ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს და გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და პროფესიულად განვითარდეთ გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: ITJob@domino.com.ge
სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და სასურველი ფილიალი, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა“ დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგის“ ბაზაში 1 წლის ვადით.
გისურვებთ წარმატებებს!