საშემსრულებლო დისციპლინის კონტროლის და ბიზნეს-პროცესების ეფექტიანობის 1 კატეგორიის სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი თელასი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
ენერგეტიკა: ენერგეტიკა (ზოგადი)
სააქციო საზოგადოება „თელასი“ აცხადებს  ვაკანსიას  საშემსრულებლო დისციპლინის და ბიზნეს-პროცესების ეფექტიანობის ანალიზის და კონტროლის სამსახურის საშემსრულებლო დისციპლინის კონტროლის და ბიზნეს-პროცესების ეფექტიანობის 1 კატეგორიის სპეციალისტის თანამდებობაზე

ძირითადი  მოთხოვნები
  • უმაღლესი განათლება /ეკონომიკური/ტექნიკური/ ადმინისტრაციული განათლება;
  • მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება ;
  • ანალიტიკური უნარები;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი;
  • კრიტიკულ სიტუაციაში სწრაფი რეაგირებისა და სწორი გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • კარგი კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი.
  • ენები: რუსული-თავისუფალად; ინგლისური -თავისუფალად;
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა-  MS Office; MS Project

თანამდებობრივი მოვალეობები
  • საზოგადოების გენერალური დირექტორის ბრძანებების და განკარგულებების შესრულების კონტროლში მონაწილეობის მიღება.
  • „ინტერ რაოს“ ბრძანებების შესრულების ვადების კონტროლში მონაწილეობის მიღება.
  • გენერალური დირექტორის მიერ მოწვეული თათბირების ორგანიზებაში მონაწილეობა და თათბირების ოქმების წარმოება (გაფართოებული თათბირების გარდა).
  • საზოგადოების სტრუქტურული ქვედანაყოფების საშემსრულებლო დისციპლინის მდგომარეობის აღრიცხვა და ანალიზი.
  • საშემსრულებლო დისციპლინის შესახებ ანგარიშების მომზადება, მათ შორის პროტოკოლური დავალებების, გენერალური დირექტორის ბრძანებების, „ინტერ რაოს“ ბრძანებების/განკარგულებების/ოქმების შესრულებია საკონტროლო ვადების მითითებით.
  • საორგანიზაციო-განკარგულებითი დოკუმენტების და ლოკალურ-ნორმატიული აქტების მომზადება სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში.
  • ბიზნეს პროცესების ანალიზის, მოვალეობების გადანაწილების, რესურსების გამოყენების და მათი ეფექტურობის გაზრდის წინადადებების მომზადება სამსახურის უფროსის დავალებით.
  • სამსახურის საქმიანობის სხვა ფუნქციების შესრულება.

ვაკანსიაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ პირადი ინფორმაცია  ელ. ფოსტით vakansia@telasi.ge   2025  წლის 13 თებერვლის  ჩათვლით.  
სათაურში გთხოვთ მიუთითოთ თანამდებობა.