საწყობის გამგე

თბილისი სრული განაკვეთი Fibercell Technologies
მივლინება: არა ხელფასი: 1400 +ბონუსი
ენები: ქართული, რუსული
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: საწყობის თანამშრომელი
კომპანია "Fibercell Technologies" ეძებს თანამშრომლებს.
ჩვენ ვაწარმოებთ სამშენებლო ტექსტილსა და საბათქაშე (ე.წ. ჩასაძირ) ბადეს. ამჟამად ქარხანაში ჩაშვებულია საბათქაშე ბადის საწარმოო ხაზები. გვაქვს მოქმედი სარეალიზაციო კონტრაქტები  როგორც ქვეყნის შიდა ბაზარზე, ასევე საექსპორტო - დსთ და ევროსაბჭოს ქვეყნებში.
ჩვენი ქარხანა მდებარეობს გლდანის რაიონში, თბილისის „თაავისუფალი ინდუსტრიული ზონის“ ტერიტორიაზე.
კომპანიის კოლექტივი ინტერნაციონალური შემადგენლობისაა.
ამჟამად ქარხანა ეძებს თანამშრომლებს საწარმოო განყოფილებაში სამუშაოდ: 

გვესაჭიროება საწყობის გამგე.

მოვალეობები:
  • ნედლეულისა და მასალების მიღება და აღრიცხვა საწყობში
  • მზა პროდუქციის გაგზავნა 
  • მზა პროდუქციისა და ნედლეულის შენახვა 
  • მასალებისა და მაკომპლექტებელის გაცემა საწარმოზე
  • სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მოძრაობის აღრიცხვა და კონტროლი
  • ურთიერთქმედება სხვა ქვედანაყოფებთან
  • ანგარიშგება და დოკუმენტაცია (მატერიალური სახით + ელექტრონულად)
  • მონაწილეობა მუშაობის გაუმჯობესებისა და ოპტიმიზაციის პროცესში

მოთხოვნები:
  • ქართული და რუსული ენების ცოდნა 
  • სასურველია საწარმოში მუშაობის გამოცდილება
  • მუშაობა კომპიუტერთან მომხმარებლის დონეზე 
  • პუნქტუალობა
  • პასუხისმგებლობა
  • ახლის სწავლის სურვილი

პირობები:
  • სამუშაო განრიგი - 5/2, с 9.00 - 18.00, შესვენება - 40 წთ, შესვენების დანარჩენი დრო თანამშრომელთა შეხედულებისამებრ;
  • სამსახურში აყვანა ხდება ოფიციალურად კონტრაქტით, საქართველოს შრომითი კანონმდებლობის დაცვით;
  • უფასო სამუშაო ტრანსფერი „ ახმეტელის“ მეტროდან საწარმოს  ობიექტზე და უკან;
  • ხელფასი გამოსაცდელი ვადით  - 1400 ლარი, ხოლოო შემდეგ - 1400 ლარი + ბონუსები;
  • ხელფასი გაიცემა თვეში 2 ჯერ, ძირითადი ნაწილი - კალენდარული თვის 10 რიცხვში, ხოლო ავანსი  - კალენდარული თვის 30 რიცხვში.
  • ხელფასი გაიცემა საქართველოს ნებისმიერ საბანკო ბარათზე ან ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით - ნაღდი ანგარიშსწორებით.

უკუკავშირისთვის ან რაიმე კითხვების გაჩენის დროს მოგვმართეთ: +995595120287 (დიმიტრი) ან დაგვიკავშირდით ტელეგრამის საშუალებით @DmTrtchn