კომპანია "Fibercell Technologies" ეძებს თანამშრომლებს.
ჩვენ ვაწარმოებთ სამშენებლო ტექსტილსა და საბათქაშე (ე.წ. ჩასაძირ) ბადეს. ამჟამად ქარხანაში ჩაშვებულია საბათქაშე ბადის საწარმოო ხაზები. გვაქვს მოქმედი სარეალიზაციო კონტრაქტები როგორც ქვეყნის შიდა ბაზარზე, ასევე საექსპორტო - დსთ და ევროსაბჭოს ქვეყნებში.
ჩვენი ქარხანა მდებარეობს გლდანის რაიონში, თბილისის „თაავისუფალი ინდუსტრიული ზონის“ ტერიტორიაზე.
კომპანიის კოლექტივი ინტერნაციონალური შემადგენლობისაა.
ამჟამად ქარხანა ეძებს თანამშრომლებს საწარმოო განყოფილებაში სამუშაოდ:
გვესაჭიროება უბნის ოსტატი ნახევრად ავტომატიზირებულ ხაზსა და შეფუთვის ხეზზე.
მოვალეობები:
- უბნების მუშაობის ორგანიზება
- გამოშვებული საქონლის ხარისხის პირველადი კონტროლი
- შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფა
- პერსონალთან მუშაობა
- ანგარიშგება და დოკუმენტაცია
- ურთიერთქმედება სხვა ქვედანაყოფებთან
- მონაწილეობა მუშაობის გაუმჯობესებისა და ოპტიმიზაციის პროცესში
მოთხოვნები:
- ქართული და რუსული ენების ცოდნა
- საწარმოში მუშაობის გამოცდილება ხელმძღვანელ თანამდებობაზე
- მუშაობა კომპიუტერთან მომხმარებლის დონეზე
- თვითდისციპლინა
- პასუხისმგებლობა
პირობები:
სამუშაო განრიგი - 5/2, 9.00 - 18.00, შესვენება - 40 წთ, შესვენების დანარჩენი დრო თანამშრომელთა შეხედულებისამებრ;
სამსახურში აყვანა ხდება ოფიციალურად კონტრაქტით, საქართველოს შრომითი კანონმდებლობის დაცვით;
უფასო სამუშაო ტრანსფერი „ ახმეტელის“ მეტროდან საწარმოს ობიექტზე და უკან;
ხელფასი გამოსაცდელი ვადით - 1500 ლარი, ხოლო შემდეგ - 2000 ლარი + ბონუსები;
ხელფასი გაიცემა თვეში 2 ჯერ, ძირითადი ნაწილი - კალენდარული თვის 10 რიცხვში, ხოლო ავანსი - კალენდარული თვის 30 რიცხვში.
ხელფასი გაიცემა საქართველოს ნებისმიერ საბანკო ბარათზე ან ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით - ნაღდი ანგარიშსწორებით.
უკუკავშირისთვის ან რაიმე კითხვების გაჩენის დროს მოგვმართეთ: +995 595120287 (დიმიტრი) ან დაგვიკავშირდით ტელეგრამის საშუალებით @DmTrtchn