უძრავი ქონების სააგენტო "Sixtus Group" აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების აგენტის პოზიციაზე.
შესაძლებლობა გეძლევათ, შემოუერთდეთ გამოცდილ გუნდს და გახდეთ წარმატებული გაყიდვების სფეროში.
სამუშაო განაკვეთი: კვირაში ხუთი სამუშაო დღე 11:00-დან 19:00-მდე
ანაზღაურება: 1200-5000 + ლარი (დამოკიდებულია კანდიდატის შრომისმოყვარეობაზე)
სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- უძრავი ქონების ბაზარზე არსებული ინფორმაციის მოძიება და დამუშავება;
- კლიენტისთვის სასურველი ობიექტის მოძიება და შეთავაზება;
- პორტალზე მოძიებული პროდუქტის განცხადების განთავსება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
უნარ-ჩვევები:
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდურად მუშაობის უნარი;
- მოლაპარაკების წარმართვის უნარი.
კომპანიის უპირატესობები:
- ტრენინგები გაყიდვების სფეროში;
- კორპორაციული ნომერი ულიმიტო სასაუბრო პაკეტით;
- სრული სამუშაო ინვენტარი;
- წამახალისებელი შეჯიბრებები;
- მეგობრული გარემო;
- თვის საუკეთესო თანამშრომლის დაჯილდოება პრიზებით.