HH Recruitment (www.HH.ge) ეძებს კანდიდატს, გენერალური დირექტორის თანაშემწის პოზიციაზე რუსთავში.
ძირითადი მოვალეობები:
გენერალური დირექტორის სხვადასხვა სახის შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება;
დირექტორის დავალებით სხვადასხვა სახის დოკუმენტაციის მომზადება და საჭიროების შემთხვევაში გაგზავნა;
დირექტორის წარმომადგენლობითი და სამივლინებო ხარჯების აღრიცხვა და ბუღალტერიისთვის გადაცემა;
ორგანიზაციაში შემოსული კორესპონდენციის (წერილები) აღრიცხვა და ადრესატისთვის მიწოდების უზრუნველყოფა;
ორგანიზაციიდან გამავალი კორესპონდენციის (წერილები) ვიზირების პროცესის კონტროლი, აღრიცხვა და ხელმოწერის შემდეგ მათი ადრესატამდე გაგზავნის უზრუნველყოფა;
მიღება-ჩაბარების აქტების ვიზირების პროცესის კონტროლი და ხელმოწერის შემდეგ მათი ადრესატამდე გაგზავნის უზრუნველყოფა;
დირექტორთან შესული დოკუმენტების ვიზირებასთან შესაბამისობის შემოწმება (წერილები, ბრძანებები, ხელშეკრულებები და ა.შ) და ხელმოწერის შემდეგ დანიშნულებისამებრ გადაგზავნა (შესაბამისი სამსახურებისთვის მიწოდება);
დირექტორის დავალებით დოკუმენტაციის თარგმნა რუსულ/ინგლისურ ენაზე;