საწყობში TMS ადმინისტრატორი

თბილისი სრული განაკვეთი ავერსი ფარმა
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: რუსული
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: საწყობი
შპს "ავერსი-ფარმა" აცხადებს  საწყობში TMS ადმინისტრატორის ვაკანსიას 
 
 სამუშაო აღწერილობა 
  • ტრანსპორტის მართვის სისტემაში (TMS-ში) მუდმივ რეჟიმში მუშაობა, მარშრუტების დაგეგმარება შესაბამის პირებთან შეთანხმებით 
  • საჭიროების შემთხვევაში პროგრამაში მომუშავე სხვა თანამშრომლების დახმარება და სწავლება 
  • დისტრიბუციის მანქანების დატვირთვის პროცესის კონტროლი დისპეჩერებთან და მძღოლებთან შეთანხმებით 
  • მძღოლებთან კომუნიკაცია და საჭიროების შემთხვევაში დისტანციურად დახმარება 
  • პრობლემური სიტუაციების მოგვარება მაქსიმალურად მოკლე დროში; 
  • შესაბამისი პირების ინფორმირებისთვის ანგარიშგებების და რეპორტების აწყობა/დაგზავნის მონიტორინგი 
  • პროგრამის მომხმარებლების მიერ დაფიქსირებული ინციდენტების პრევენციული ანალიზი და ტექნიკური ცვლილებების საჭიროების შემთხვევაში შესახებ შესაბამის მომწოდებელთან კომუნიკაცია 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები 
  • უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით; 
  • მონაცემების დამუშავებისა და ცხრილებთან მუშაობის გამოცდილება; 
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.  
  • სასურველია რუსული ენის ცოდნა B1 დონეზე. 
  • საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით Excell-ის ცოდნა. რომელიმე ERP-ში ან მსგავს პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. 
  • გუნდური მუშაობის უნარი, კომუნიკაციის უნარი, სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი.ორგანიზებულობა. 
 
დამატებითი ინფორმაცია: 
  • სამუშაო ლოკაცია: ლილო, იუმაშევის ქ. 14, ლილო1-ის ტერიტორიაზე. 
  • სამუშაო განრიგი: 8:00-17:00 

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე vacancy@aversi.ge ან წარმოადგინოთ საბუთები 11.00სთ-დან 15.00სთ-მდე 

ფოტოსურათი 3X4 1ც.;  
სარეკომენდაციო წერილები 
 
მისამართზე:  
მისამართზე: ქ. თბილისი, ა. ყაზბეგის 16; 
ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1576);  
 
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა:   20.02.2025 წელი. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება. 
 
შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება  2 Tvის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.