KFC (Kentucky Fried Chicken) ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სწრაფი კვების რესტორნების ქსელი, რომელიც სპეციალიზირებულია ქათმის ხორცის მიმართულებით. პირველი KFC-ის რესტორანი გაიხსნა 1952 წელს ამერიკაში, დღეს კი ის უკვე 120 ქვეყანაზე მეტშია წარმოდგენილი 20 000-მდე რესტორნით. საქართველოში KFC-ის პირველი რესტორანი 2014 წელს გაიხსნა და უკვე გახსნილია 20 ბრწყინვალე რესტორანი, როგორც თბილისში ასევე რეგიონებში.
თუ თქვენ ხართ კომუნიკაბელური, პასუხისმგებლიანი, მეგობრული და ენერგიული- კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კომპანია KFC-ში! თქვენ აქ გელოდებათ საინტერესო სამუშაო, მრავალფეროვანი გამოცდილება, ბევრი მეგობარი, კარიერული წინსვლა და კომფორტული სამუშაო პირობები!
KFC აცხადებს ვაკანსიას დაცვის თანამშრომლის პოზიციაზე
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი-დიდი დიღომი, ისანი
სამუშაო გრაფიკი: ცვლებში მუშაობა
ძირითადი მოვალეობები:
- განსაზღვრული ტერიტორიის მონიტორინგის მუდმივად წარმოება, რათა
- შეინარჩუნოს უსაფრთხო და სასიამოვნო გარემო სტუმრებისა და დასაქმებულებისათვის;
- უზრუნველყოს ობიექტზე არსებული მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების ნებისმიერი დანაშაულებრივი ხელყოფისაგან დაცვა;
- სამუშაო საათებში მისი გარეგნობის და ჩაცმულობის კომპანიისა და ობიექტის წესების და რეგულაციების დაცვა;
- უშუალო ხელმძღვანელის მითითებების ზედმიწევნით შესრულება
საჭირო მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- პუნქტუალურობა;
- ყურადღება დეტალების მიმართ;
- კომუნიკაბელურობა;
- სიახლეებთან და ცვლილებებთან ადაპტაციის კარგი უნარი
ჩვენ გთავაზობთ:
- მეგობრულ სამუშაო გარემო;
- ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა;
- კვება: Kfc პროდუქციაზე 50% ფასდაკლება;
- ღამის საათებში კორპორატიული ტაქსით მომსახურება;
- ფიტპასი (სურვილის შემთხვევაში)
სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის და სასურველი ლოკაციის დასახელება
გისურვებთ წარმატებებს!