დაცვის თანამშრომელი

თბილისი სრული განაკვეთი KFC
მივლინება: არა
უშიშროება/დაცვა: დაცვა (ზოგადი)
KFC (Kentucky Fried Chicken) ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სწრაფი კვების რესტორნების ქსელი, რომელიც სპეციალიზირებულია ქათმის ხორცის მიმართულებით. პირველი KFC-ის რესტორანი გაიხსნა 1952 წელს ამერიკაში, დღეს კი ის უკვე 120 ქვეყანაზე მეტშია წარმოდგენილი 20 000-მდე რესტორნით. საქართველოში KFC-ის პირველი რესტორანი 2014 წელს გაიხსნა და უკვე გახსნილია 20 ბრწყინვალე რესტორანი, როგორც თბილისში ასევე რეგიონებში. 

თუ თქვენ ხართ კომუნიკაბელური, პასუხისმგებლიანი, მეგობრული და ენერგიული- კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კომპანია KFC-ში! თქვენ აქ გელოდებათ საინტერესო სამუშაო, მრავალფეროვანი გამოცდილება, ბევრი მეგობარი, კარიერული წინსვლა და კომფორტული სამუშაო პირობები!

KFC აცხადებს ვაკანსიას დაცვის თანამშრომლის პოზიციაზე

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი-დიდი დიღომი, ისანი
სამუშაო გრაფიკი: ცვლებში მუშაობა

ძირითადი მოვალეობები:
  • განსაზღვრული ტერიტორიის მონიტორინგის მუდმივად წარმოება, რათა  
  • შეინარჩუნოს უსაფრთხო და სასიამოვნო გარემო სტუმრებისა და დასაქმებულებისათვის;
  • უზრუნველყოს ობიექტზე არსებული მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების ნებისმიერი დანაშაულებრივი ხელყოფისაგან დაცვა;
  • სამუშაო საათებში მისი გარეგნობის და ჩაცმულობის კომპანიისა და ობიექტის წესების და რეგულაციების დაცვა;
  • უშუალო ხელმძღვანელის მითითებების ზედმიწევნით შესრულება 

საჭირო მოთხოვნები:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • პუნქტუალურობა;
  • ყურადღება დეტალების მიმართ;
  • კომუნიკაბელურობა;
  • სიახლეებთან და ცვლილებებთან ადაპტაციის კარგი უნარი

ჩვენ გთავაზობთ:
  • მეგობრულ სამუშაო გარემო;
  • ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა;
  • კვება: Kfc პროდუქციაზე 50% ფასდაკლება;
  • ღამის საათებში კორპორატიული ტაქსით მომსახურება;
  • ფიტპასი (სურვილის შემთხვევაში)
 
გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტის მისამართზე:  Careerkfc@ifc.ge
სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის და სასურველი ლოკაციის დასახელება

გისურვებთ წარმატებებს!