სამშენებლო კომპანია „საოჯახო სახლის ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: რუსთავი
ფუნქცია-მოვალეობები:
- იურიდიული დოკუმენტაციის მომზადება
- კომპანიის მიმდინარე იურიდიული საკითხების ანალიზი
- კომპანიის საქმიანობის სამართლებრივი მხარდაჭერა და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა
- ორგანიზაციის ოპერირების პროცესში საჭირო ხელშეკრულებების და სხვა სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება (შრომითი ხელშეკრულება, მომსახურების ხელშეკრულება, წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება, უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, ხელშეკრულებების რეესტრის წარმოება და შესაბამისი წესით არქივიზააცია)
- ხელშეკრულებების მომზადების პროცესში პირობების შეთანხმების მიზნით კონტრაქტორებთან მოლაპარაკებების წარმოება
- ხელშეკრულებების სამართლებრივი ანალიზი და ექსპერტიზა
- საკანონმდებლო სიახლეების კონტროლი, ანალიზი და რეკომენდაციების გაცემა
- საჭიროების შემთხვევაში, კორესპონდენციის წარმოება, წერილებისა და კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული
- კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის (წესდება, კრების ოქმები, პარტნიორთა გადაწყვეტილებები) მომზადება
- ცვლილებების შეტანა, მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრაცია
- წარმომადგენლობა ნებისმიერ ადმინისტრაციულ თუ სხვა ტიპის ორგანოებსა და ორგანიზაციებში
- გაყიდვების დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი ანალიზი, კონტროლი და რეკომენდაციების გაცემა
- კომპანიის ელექტრონული სამართლებრივი არქივის შექმნა/წარმოება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი იურიდიული განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი);
- კორპორაციულ სამართლებრივ სფეროში და სამართლებრივ დოკუმენტაციასთან მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- საქართველოს ადმინისტრაციული და სამოქალაქო კანონმდებლობის ცოდნა;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ანალიტიკური აზროვნება;
- პუნქტუალურობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი;
- დროის ეფექტურად მართვა და პრიორიტეტების სწორად გადანაწილების უნარი;
- პრობლემების იდენტიფიკაციის გადაჭრის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე ssgrouprustavi@gmail.com სათაურის ველში (subject") მიუთითოთ პოზიციის დასახელება „იურისტი“