TikTok ქონთენთ კრეატორი

თბილისი სრული განაკვეთი პსპ ფარმა
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
ინფორმაციული ტექნოლოგიები: სოციალური ქსელები
კომპანია „პსპ ფარმა“ აცხადებს ვაკანსიას TikTok ქონთენთ კრეატორის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • TikTok სოციალურ ქსელში კომპანიის არხისთვის ქონთენთის შექმნა და ეფექტიანი მართვა:
  • პროდუქტების და სამიზნე აუდიტორიის გათვალისწინებით TikTok ქონთენთის შესახებ იდეების გენერირება, ქონთენთ-კალენდრის შექმნა და დაგეგმილი კამპანიების განხორციელება; 
  • TikTok ტრენდების შესახებ ინფორმაციის მოძიება და აქტივობების დაგეგმვა ტრენდების გათვალისწინებით; 
  • კამპანიების / ქონთენთის კონცეპტუალიზაცია, სცენარების შექმნა, გადაღება;
  • TikTok ვიდეოების გადაღება, მონტაჟი და არხზე განთავსება; TikTok ვიდეოების რედაქტირება სხვადასხვა თემებსა და ფორმატებში;
  • მომხმარებლის მიერ გენერირებული (user generated) ქონთენთის გადმოტანა კომპანიის TikTok-ზე
  • TikTok-ზე კომენტარებზე პასუხი
  • ქონთენთის შესაქმნელად კოლეგებთან მუდმივი კომუნიკაცია (მარკეტინგის განყოფილების თანამშრომლები, კატეგორიის მენეჯერები, ბრენდ მენეჯერები, სხვ.);
  • სააფთიაქო ქსელის ქონთენთის შესაქმნელად სხვადასხვა ლოკაციებზე / აფთიაქებში ვიზიტების განხორციელება და ადგილობრივი რესურსების გამოყენება;
  • განთავსებული ქონთენთის ანალიზი და ინსაითების გათვალისწინებით ქონთენთის გაუმჯობესებაზე მუდმივი ზრუნვა;
  • მარკეტინგული კომუნიკაციების მენეჯერისა და მარკეტინგის დირექტორთან წარსადგენად ყოველთვიური რეპორტის / ჩატარებული კამპანიის ანალიზის და რეკომენდაციების მომზადება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (ბაკალავრის/მაგისტრის ხარისხი) მარკეტინგის, კომუნიკაციების, საზოგადოებასთან ურთიერთობის ან მომიჯნავე სფეროში;
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 1 წლისა;
  • TikTok არხების მართვა;
  • სამონტაჟო აპლიკაციების პროფესიონალურ დონეზე ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • პიროვნული თვისებები:
  • სამუშაოს დაგეგმვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • გამართული წერითი უნარი;
  • შეზღუდულ ვადებში მუშაობის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ განაცხადი და პორტფოლიო -  პრეზენტაცია / ლინკები  შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: hr@psp.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის  7 თებერვალი.