სამრეცხაოს გენერალური მენეჯერი
თარიღები: 29 იან - 27 თებ
მდებარეობა: ბათუმი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური
დასუფთავება:  ქიმწმენდა
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: Hr@likehouse.ge
ბათუმში იხსნება   ყველაზე დიდი ინდუსტრიული სამრეცხაო- ქიმწმენდა.   სივრცე აღჭურვილია უახლესი დანადგარებით, რომელიც ეფექტურად მოემსახურება  როგორც სასტუმროებს , ასევე სხვა მსხვილ ბიზნესს 

კომპანია „ლაიქ ჰაუსი“ აცხადებს ვაკანსიას სამრეცხაოს გენერალური მენეჯერის პოზიციაზე, ქ. ბათუმში.   

ძირითადი მოვალეობები : 
  • სამრეცხაოს გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
  • თანამშრომლების აყვანა, ტრენინგი და ზედამხედველობა;
  • გაყიდვების მაჩვენებლის ზრდა, ახალი გაყიდვების არხების მოძიება;
  • სამომავლო გეგმების დასახვაში აქტიური მონაწილეობა და განვითარებაზე ზრუნვა; 
  • საოპერაციო სტანდარტების შემუშავება  და დანერგვა;
  • ფინანსური რესურსების ეფექტური მენეჯმენტი, ბიუჯეტის კონტროლი და რეპორტინგი;
  • სერვისის ხარისხის ამაღლებაზე მუდმივი ზრუნვა, სხვადასხვა არხების შექმნა-შეთავაზება, სისწრაფისა  და მოქნილობის უზრუნველყოფა სერვისში;
  • კომპანიის პარტნიორებთან მოლაპარაკებების და ეფექტური სამუშაო პროცესების გამართვა;
  • ინვენტარის აღწერა და გამართულობის მონიტორინგი;
  • სამრეცხაოს ოპერაციულ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება; 
  • ყოველდღიური რეპორტინგის წარმოება. 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • აუცილებელია უმაღლესი განათლება;
  • მენეჯერულ  პოზიციაზე მუშაობის  გამოცდილება;
  • აუცილებელია კომპიუტერული საოფისე პროგრამების ფლობა;
  • აუცილებელია   ინგლისური ენის ცოდნა;
  • გამართული კომუნიკაციის უნარი, ლიდერული თვისებები და ორგანიზაციული უნარები. 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: Hr@likehouse.ge, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება   „სამრეცხაოს გენერალური  მენეჯერი“.

დავუკავშირდებით, მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს.

პირის მიერ რეზიუმეს, ე.წ. CV-ის გამოგზავნა, რომელიც „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შეიცავს პერსონალურ, მათ შორის შესაძლოა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს გულისხმობს, კომპანიის უფლებამოსილი პირ(ებ)ისთვის, რეზიუმეში მოცემული პერსონალური ინფორმაციის წვდომაზე დასტურს,  ამ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და გარკვეული პერიოდით შენახვის მიზნით, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა.