სამშენებლო კომპანია „ას ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანამდებობაზე
ფუნქცია მოვალეობები:
- ოპერაციების პროგრამული აღრიცხვა, მათ შორის: ხარჯების, მარაგების და სასაქონლო მატერიალური ფასეულობების, ადგილობრივი და საერთაშორისო შესყიდვების, საბანკო და სამეურნეო ოპერაციების და ა.შ. შესაბამისად, აღნიშნული ოპერაციების დამადასტურებელი დოკუმენტაციის დამუშავება (მათ შორის ჩამოწერის აქტები), მათი კანონიერების და დროულად და სწორად გაფორმების კონტროლი;
- ყოველდღიური საბუთების წარმოება და მათი ასახვა საბუღალტრო პროგრამაში;
- პირველადი დოკუმენტაციის მომზადება (ანგარიშ-ფაქტურები, ინვოისები, ზედნადებების გამოწერა-დამუშავება rs.ge-ზე მიღება), წარმოება და დაარქივება.
- საგადასახადო დოკუმენტაციის მოწესრიგება, გაკონტროლება და სისწორის უზრუნველყოფა;
- ბუღალტრული გატარების (წარმოების, რეალიზაციის, ხარჯების, სალაროს, ბანკის და ა.შ. ოპერაციების) შესრულება;
- ხელმძღვანელის მხრიდან სხვა პროფესიული დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ეკონომიკის/ფინანსების განხრით
- 1C პროგრამის ცოდნა
- MS Excel -ის ცოდნა
- საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების ცოდნა
- არანაკლებ 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება სამშენებლო სფეროში
- რუსული ენის ცოდნა
პიროვული უნარ ჩვევები:
- სამუშაო დროის ოპტიმალურად გამოყენების უნარი
- სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი
სამუშაო პირობები:
- სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი; 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე
- ანაზღაურება: 2500 ლარი NET
- ადგილმდებარეობა: თბილისი, ისანი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი;
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@asgeorgia.ge ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.