შპს ,,სამედიცინო ცენტრი ციტო”, 1997 წლიდან დღემდე, უწყვეტად ემსახურება პაციენტებსა და კლინიკებს, ჩაბმულია ჯანდაცვის პროგრამებსა და კლინიკურ კვლევებში. ჩვენი ძირითადი მისიაა პაციენტთა ხარისხიანი, საერთაშორისო სტანდარტების დონის სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა. ამჟამად, ,,ციტო” საქართველოს მასშტაბით წარმოდგენილია თოთხმეტ ლოკაციაზე და თავის პაციენტებს სთავაზობს: ლაბორატორიულ და ინსტრუმენტალურ კვლევებს, სხვადასხვა დარგის გამოცდილი და კვალიფიციური ექიმების კონსულტაციებს. შპს ,,სამედიცინო ცენტრი ციტო“ აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერ-ოპერატორის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: - პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტების შედგენა;
- ბუღალტრული ოპერაციების შესრულება;
- RS.ge-ზე ასახული მონაცემების შედარება ბუღალტრულ პროგრამასთან;
- დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების სისწორის უზრუნველყოფა, აღრიცხვა და კონტროლი;
- შემოსავლების კონტროლი;
- რეპორტების წარმოება;
- სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობა;
- უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სავალდებულოა);
- საბუღალტრო პროგრამების ცოდნა;
- MS Office პროგრამების ცოდნა, განსაკუთრებით ექსელის კარგად ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია).
უნარ-ჩვევები: - შედეგებზე ორიენტირებული;
- დროის ეფექტური მართვა;
- ინფორმაციის მიღებისა და სწორად გადმოცემის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობა.
სამუშაო დრო: - ერთი კვირა: ორშაბათი-პარასკევი 09:00 - 17:00
- მეორე კვირა: ორშაბათი-პარასკევი 09:00 - 18:00
- შაბათი 09:00 - 14:00, ყოველი მეორე შაბათი დასვენება.
ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატთან შეთანხმებით. დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: hr@cito.ge , ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.