გენერალური დირექტორის თანაშემწე

თბილისი სრული განაკვეთი ჰანიველ ცემენტი
მივლინება: არა
ენები: ინგლისური
TOP მენეჯმენტი: დირექტორის მოადგილე
ჰანიველ ცემენტი საქართველოში 2006 წლიდან ოპერირებს და წამყვან ბრენდს წარმოადგენს ცემენტის და ბეტონის ადგილობრივ ბაზარზე.  კომპანია ფლობს ცემენტის ქარხნებს კასპში და რუსთავში ასევე ცემენტის წისქვილს ფოთში და ცემენტის ტერმინალს სუფსაში. ჰანიველ ცემენტი  კლინკერის ერთადერთი მწარმოებელია საქართველოში. ბეტონის პირველი ქარხანა ქვეყანაში 2009 წელს ამოქმედდა.  ამჟამად ჰანიველ ცემენტი  ბეტონის 15 ქარხანას ითვლის. 

ჰანიველ ცემენტი აცხადებს ვაკანსიას გენერალური დირექტორის თანაშემწის პოზიციაზე. 

ლოკაცია: თბილისი, ყაზბეგის 21
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 საათი.
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1
ვაკანსიის ხანგრძლივობა: დეკრეტში მყოფი თანამშრომლის შემცვლელი

ძირითადი მოვალეობები:
  • გენერალური დირექტორის დახმარება ყოველდღიურ ადმინისტრაციულ საქმიანობაში, მისი კალენდრის მართვა და საქმიანი მიმოწერის წარმოება;
  • მიმდინარე პროექტებში ჩართულობა და მენეჯმენტის დახმარება პროექტების მართვაში;
  • უმაღლესი რგოლის მენეჯმენტის შეხვედრებისა და სტრატეგიული აქტივობების კოორდინაცია;
  • მენეჯმენტის დავალებით გარე კომუნიკაციის წარმოება;
  • დირექტორთა საბჭოს შეხვედრების ორგანიზება;
  • დირექტორების მივლინებების/შეხვედრების ორგანიზება - განთავსების საკითხების მოგვარება, შესაბამისი ხარჯთაღრიცხვის მომზადება;
  • კომპანიის ოფის-მენეჯერის არყოფნის შემთხვევაში მისი ფუნქციების შეთავსება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირება;
  • სხარტი აზროვნების უნარი;

არსებული ბენეფიტები:
  • ჯანმრთელობის კერძო დაზღვევას საუკეთესო  პირობებით;
  • სატელეფონო ლიმიტი

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე ელ.მისამართზე: vacancy@cement.ge (ასევე, შეგიძლიათ შეავსოთ და გამოგვიგზავნოთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა) ან მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია და ჩვენ დაგიკავშირდებით)

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - გენერალური დირექტორის თანაშემწე

გისურვებთ წარმატებას!
 
თქვენი პერსონალური მონაცემები, რომლებიც ჰანიველ ცემენტისთვის ხელმისაწვდომი გახდა გამოცხადებულ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, ჰანიველ ცემენტის მხრიდან დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადა განისაზღვრება 3 წლის ვადით. 

კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოიგზავნა განაცხადი, შესაძლოა შენახული და გამოყენებული იქნას თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ შპს ჰანიველ ცემენტმა შეწყვიტოს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ კომპანიის საკონტაქტო ნომერზე. 

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოაღნიშნული პირობების დაცვით.  

ჰანიველ ცემენტი  კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს „დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროვებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში. 

მიმაგრებული ფაილი: გადმოწერა