პოზიციის დასახელება: საწყობის ზედამხედველი
კომპანია: სს “ენერგო-პრო ჯორჯია”
სამუშაო ადგილი: რუსთავი
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 5 თებერვალი, 2025 წ.
სს “ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგი” აცხადებს კონკურსს საწყობის ზედამხედველის პოზიციაზე.
მოვალეობები და ვალდებულებები:
ორგანიზაციის ცენტრალურ საწყობებში არსებული მასალების ბრუნვის დოკუმენტური და ციფრული აღრიცხვიანობა IFS პროგრამაში დადგენილი ფორმების მიხედვით.
მოწოდებულ საქონელში დანაკლისის, მეტობის, მექანიკური დაზიანების აღმოჩენისას, კომისიის შექმნა. დოკუმენტის შექმნა (მეტობა-დანაკლისის აქტი). შემდგომ ციფრული სახით დოკუმენტის გაგზავნა
მოთხოვნები:
- უმაღლესი ტექნიკური განათლება.
- რუსული ან ინგლისური ენის სრულყოფილად ფლობა.
- MS Office (Word, Excel) – პროგრამების კარგად ცოდნა.
- პასუხისმგებლობის გრძნობის მაღალი დონე.
- ERP – პროგრამებში მუშაობის გამოცდილება (არანაკლებ 1 წლისა)
- ორგანიზებულობა, შრომისმოყვარეობა, კომუნიკაბელურობა.
პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@energo-pro.ge ან შეავსონ განაცხადი შემდეგ მისამართზე: http://jobs.energo-pro.ge/onlinejobs/#/ 2025 წლის 5 თებერვლის ჩათვლით.
გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ სასურველი პოზიციის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში არ მოხდება განაცხადის განხილვა.
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.